ქალკიდიკი

სამხრეთ საბერძნეთის მარგალიტი

ეს ის ადგილია, სადაც იდეალურ დასვენებაზე ოცნება რეალობად იქცევა. აქ თქვენ გელით: 500 კმ ხავერდოვანი ქვიშის მქონე სანაპირო ზოლი და ეგეოსის ზღვა ფირუზისფერი, ზურმუხტისფერი, ცისფერი კრისტალურად სუფთა წყლით, კლდეებს შორის ჩამალული პატარა ყურეები და ლაგუნები, მწვანე კონცხები, საუკუნოვანი ფიჭვის ტყეები, სუფთა ჰაერი, ყვავილებისა და მცენაარეების არომატი. ნახევარკუნძულის თითქმის ყველა სანაპირო დაჯილდოვებულია ევროკავშირის მიერ „ლურჯი დროშით“. კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა არის იმის გარანტი, რომ აქ გატარებული დღეები დაუვიწყარი დარჩება.
ცნობილი ნახევარკუნძული, რომელსაც ხშირად ადარებენ ზღვის ღმერთის პოსეიდონის « სამკაპს», მდებარეობს ეგეოსის ზღვაში, ცენტრალური მაკედონიის რეგიონში. გეოგრაფიულად ნახევარკუნძული იყოფა ოთხ ნაწილად: ცენტრალურ და მისგან გამომდინარე, სიგრძეზე განლაგებულ სამ ნახევარკუნძულად, სახელწოდებით -კასანდრა, სითონია და ათონი.




სტაგირა-არისტოტელეს სამშობლო
ალბათ, ყველამ არ იცის რომ ქალკიდიკი ცნობილი ფილოსოფოსის -არისტოტელეს სამშობლოა. უძველესი ქალაქი სტაგირა განლაგებულია ზღვის სანაპიროზე, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედაგად აღმოაჩინეს ქალაქის გალავანი. უდიდესი ფილოსოფოსის ძეგლი მდებარეობს არისტოტელეს სახელობის პარკში, სანაპიროსთან ახლოს. მისი საფლავიც სწორედ სტაგირაშია. ასევე აქ მდებარეობ ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელსაც ტურისტები სიამოვნებით სტუმრობენ. მუზეუმში გამოფენილია ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ტრადიციული ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ამონა ზევსის ტაძარი
საინტერესო იქნება მოინახულოთ ამონა ზევსის ტაძარი (ბერძნული ღმერთის ზევსის ეგვიპტური ვერსია), გადმოცემის თანახმად, სწორედ მან შთააგონა ალექსანდრე მაკედონელი გაელაშქრა ნილოსის ქვეყანაში.
ათონის მთა
მსოფლიოში ერთადერთი ბერთა რესპუბლიკა, შეიძლება ითქვას რომ ეს არის უდიდესი ბიზანტიური მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ამ ადგილას შემორჩენილია ისტორიული მნიშვნელობის მქონე, ადრექრისტიანული და ბიზანტიის ეპოქის უამრავი ტაძარი, ეკლესია და სამლოცველო. მხოლოდ მამაკაცებს აქვთ საშუალება ეწვიონ და მოინახულონ ეს ადგილები (ამისთვის მათ უნდა ქონდეთ სპეციალური ნებართვა), ასევე შესაძლებელია გაემგზავროთ კრუიზში ათონის მთის გარშემო (კრუიზში წასვლა შეუძლია ქალებსაც). კრუიზის დროს ყველას მიეცემა შესაძლებლობა გემიდან დაათვალიერონ უძველესი მონასტრები და დატკბენ ათონის მთის უნიკალური ბუნებით. გემზე ასევე ტარდება საინტერესო გასართობი პროგრამა. ექსკურსიას ხელმისაწვდომი ფასი აქვს, მშვენიერი მოგონებები კი მთელი ცხოვრება გაგყვებათ!
ტაძრები და მონასტრები
საინტერესო იქნება,თუ ეწვევით წმ. ანასტასიას მონასტერს, რომელიც მეცხრე საუკუნეშია აგებული. წმინდა მოდესტის ტაძარში პოლიგიროსში, ინახება წმინდანის ხატი, რომელიც ათონელი ბერების მიერ არის დაწერილი. ცუკალას მთის მწვერვალზე, წმინდა ჯვრის სამლოცველოს გვერდით მდებარეობს წყარო, რომლიდანაც წმინდა წყალი მოედინება, გადმოცემის თანახმად ეს წყარო იმის მერე გაჩნდა, რაც ათონელმა ბერებმა ამ ადგილს წმინდა ჯვარი შეახეს, ჯვარი რომელზეც მაცხოვარი ჯვარსაცვეს. წმინდა გიორგის ძველქრისტიანულ ბაზილიკაში ნიკიტიში შემორჩენილია არაჩვეულებრივი იატაკის მოზაიკა და V საუკუნის უნიკალური მარმარილოს ინკრუსტაცია.

პეტრალონას გამოქვაბული
პეტრალონას სტალაქტიტური გამოქვაბული-ეს არის მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლი. პეტრალონას გამოქვაბული , რომელიც მდებარეობს კასანდრასთან ახლოს, ელადის ყველაზე ძველი გამოქვაბულია. 1960 წელს, აქ აღმოაჩინეს პალეოლითის ეპოქის ადამიანის თავის ქალა, რომლის ასაკი შეადგენს 250 000 დან 750 000 წლამდე. შთამბეჭდავი სტალაქტიტებით და სტალაგმიტებით მორთული პეტრალონას გამოქვაბული-ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოს ყველა, ვისაც უძველესი ისტორია იზიდავს.

არქეოლოგიური მუზეუმი
დღევანდელი პოლიგიროსის ადგილას მდებარეობდა უძველესი ქალაქი-აპოლონია. ქალაქის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება არქეოლოგიური გათხრებბის შედეგად ნაპოვნი ნივთები, ასევე მუზეუმში წარმოდგენილია ნახევარკუნძული სხვა არტეფაქტები,რომლებიც მოიცავენ ნახევარკუნძულის ისტორიას ანტიკური დროიდან რომაულ პერიოდამდე. მუზეუმში ინახება უნიკალური ექსპონატები, რომლებიც ნაპოვნია უძველეს ოლინფოსში. ეს არის კლასიკური პერიოდის ქალაქი-სრულყოფილი ქალაქური სისტემის ნიმუში.

სანაპიროები
ქალკიდიკის ჯადოსნური პლიაჟები -ნახევარკუნძულის საფირმო ნიშანი- ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს.
აქ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი პლიაჟი. არჩევანი კი მართლაც დიდია, ტყუილად კი არ არის ეს ცნობილი კურორტი პლიაჟების რაოდენობით საბერძნეთში მეოთხე ადგილზე.

პლიაჟები კასანდრაზე
კასანდრაზე ძირითადად ხმაურიანი და ხალხმრავალი პლიაჟებია, ბიჩ-ბარებითა და წყლის სპორტის სახეობებით ფლოგიტაში, ფურკაში, პოსიდიაში, ასევე კალითეაში, პალიურიში და პეფკოხორიში.

პლიაჟები სითონიაზე
სითონიაზე ძირითადად მყუდრო და წყნარი პლიაჟებია. პლიაჟებიდან პოპულიარობით სარგებლობს : აი იანნის, პლატანიცა, ვურვურუ, კავუროტრიპეს, ლაგომანდრა და სხვ.
პლიაჟების ურავლესობა ორგანიზირებულია, მაგრამ აქ არის , ასევე მრავალი ”ველური” პლიაჟი სადაც თქვენ შესაძლებლობა გექნებათ განმარტოვდეთ და ისიამოვნოთ ზურმუხტისფერი წყლითა და თეთრი ქვიშით.
წარმოგიდგენთ მხოლოდ რამოდენიმე პლიაჟს სითონიის უნიკალური და ულამაზესი პლიაჟებიდან: აკტი კალოგრიას, ელია, ლაგომანდრა, მარმარას-კრისტალურად სუფთა წყლით და წვრილი ქვიშით. სანაპიროებზე: ტორონი, კალამიცი, ტრისტინიკა, პორტო კუფო, პლატანიცა, კავუროტრიპეს, არმენისტის ფიჭვის ხეები პირდაპირ პლიაჟზეა. არანაკლებ მომხიბვლელია სანაპიროები: აკტი ზოგრაფუ, ორმოს პანაიას, პირგადიკია, ვურვურუ.

პლიაჟები ათოსზე
ათოსის სანაპიროები ცნობილია კრისტალურად სუფთა წყლით და ულამაზესი ბუნებით. ქალაქ ურანუპოლის სანაპირო ითვლება ნამდვილ სამოთხედ დედამიწაზე. წყნარი და მყუდრო პლიაჟები ოჯახური დასვენებისთვის ე.წ. ”მესამე ფეხზე” მდებარეობს იერისოში, ოლიმპიადაში, პირგადიკა და მცირე ზომის კუნძულ ამმულიანიზე.

ტურები ქალკიდიკზე 2025