კორფუ

წმინდა სპირიდონის კუნძული
კუნძული კორფუ - ცნობილია მთელ მსოფლიოში თავისი სილამაზითა და მდიდარი ისტორიით. გამოირჩევა ეგზოტიკური სანაპიროებით,ზეთისხილის ჭალებით,ფორთხლის ბაღებითა და მწვანე ტყეებით იგი ითვლება ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მწვანე კუნძულად. კერკირაა, როგორც მას ბერძნები უწოდებენ ხიბლავს ტურისტებს ვენეციური აურით, უნიკალური არქიტექტურითა და ლამაზი ვიწრო ხეივნებით.
ყოველ წელიწადს კორფუს დასასვენებლად ირჩევენ სამეფო ოჯახების და არისტოკრატიის წარმომადგენლები, ემირები და შეიხები, ცნობილი მსახიობები, სპორტსმენები.

ღირსშესანიშნაობები
კუნძულის დედაქალაქი – ქალაქი კერკირა დაყოფილია ორ ნაწილად: ახალ და ძველ ქალაქად, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კერკირა გაგაოცებთ თავისი უნიკალური არქიტექტურით, ულამაზესი ქუჩებითა და პარკებით.
დედაქალაქში მრავლადაა შადრევნები, ძეგლები, ძველი ტაძრები. მრავალსართულიანი სახლები მოჩუქურთმებული აივნებით, რომლებიც აგებულია ინგლისურ და ვენეციურ სტილში. თუ იმოძრავებთ ცენტრისკენ, აღმოჩნდებით ბალკანეთის ყველაზე დიდ მოედანზე-სპინადაზე, რომელზეც იკრიბებიან ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მონრეპოს სასახლე, რომელიც 1864 წელს გადაეცა მეფე გეორგ I და წარმოადგენდა მის საზაფხულო რეზიდენციას, განლაგებულია კორფუს ძველ ქალაქში. დღეს სასახლე ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი, ათასობით ტურისტი მოდის ამ ადგილას, რომ დატკბეს ულამაზესი პანორამული ხედით იონურ ზღვაზე და გამწვანებულ ბაღზე, რომელიც ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს ბაღად ევროპაში.

კორფუზე ყველა გზას ქალაქის ცენტრში, ლისტონის ქუჩაზე მივყევართ, რომელიც აგებულია პარიზის რიუ დე რივოლის მსგავსად. თაღოვანი პორტიკები ვენეციური ფარნებით, მაღალი არისტოკრატული შენობები საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ წარსულში, თავი იგრძნოთ სამეფო ოჯახის წევრად, რომლებიც ჩამოდიოდნენ კუნძულზე დასასვნელებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. შეუკვეთეთ ყავა ერთ-ერთ კაფეში ან ბარში და დატკბით არაჩვეულებრივი ატმოსფეროთი, რომელიც ამ ქუჩაზე 24 საათის განმავლობაში სუფევს.
კორფუზე ყოფნისას საშუალება გექნებათ ძველ ფორტზე. აუცილებლად ადით ციხე-სიმაგრეზე და დატკბით არაჩვეულებრივი ხედით სპინადაზე და ლისტონზე.
ქალაქის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ახალი ფორტი, რომელიც უკავშირდება ქალაქის ისტორიას. მის ულამაზეს დარბაზებში სეირნობის გარდა ეწვიეთ New Fortress Cafe-ს, რომელიც ციხესიმაგრის მწვერვალზეა განლაგებული. ამ ადგილიდან იშლება განსაცვიფრებელი პანორამული ხედები ძველ ქალაქზე.

კორფუს ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ითვლება ამ კუნძულის მფარველი წმინდანის - სპირიდონ ტრიმიფუნტელის ტაძარი, რომელიც აგებულია 1589 წელს. წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი მსოფლიოში განთქმული წმინდანია, გაურკვეველი მიზეზით მისი ფეხსაცმელი ცვდება. ეს არის აუხსნელი სასწაული, რომელიც უმაგრებს ხალხს რწმენას, თავად წმინდანის უხრწნელი სხეული აუხსნელი სასწაულია – მას ცოცხალი ადამიანის სხეულის ტემპერატურა (36,6 გრადუსი) აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იგი გარდაიცვალა 1600 წლის წინ.
დედაქალაქიდან 4 კილომეტრში, ხალიკოპულოს ყურეში, მდებარეობს კუნძული პონტიკონისი («თაგვების კუნძული»), რომელიც კორფუს სიმბოლოა. ამ გამწვანებულ კუნძულზე დგას პანტოკრატორის მონასტერი. კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ნავით. ასევე ამ კუნძულზე მდებარეობს ვლაქერნის ღვთისმშობლის მონასტერი. იგი აგებულია XVII საუკუნეში.
გასტურის დასახლებასთან ახლოს მდებარეობს დიდებული სასახლე-აქილეონი, რომელიც აგებულია ავსტრიის დედოფლის ელისაბედ ბავარიელისათვის. პრინცესა სისი, როგორც მას მოფერებით ეძახდნენ, იმდენად აღფთოვანებულინ იყო ამ კუნძულის ლანდშაფტით, სილამაზითა და კლიმატით, რომ 1889 წელს შეიძინა მიწის ნაკვეთი და შეუდგა აქილეონის მშენებლობას. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, სასახლის ტერიტორიაზე მრავალი მოვლენა მოხდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად სასახლე დღემდე აოცებს ადგილობრივ მოსახლეობასა და კუნძულის სტუმრებს.

კუნძულზე არანაკლებ საინტერესო ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერი - პალეოკასტრიცა. მონასტერი მდებარეობს პალეოკასტრიცას რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი საოცარი პეიზაჟებით. მამათა მონასტერი 1228 წელს ბერი ევფიმიემ მიდასოსის მიერ დაფუძვნდა. მონასტერის ტერიტორიაზე ინახება ღვთისმშობლის ხატი „მაცოცხლებელი წყარო“ (ზოოდუხუ პიგი).
კასოპიტრას ღვთისმშობლის მონასტერი ქალაქ კერკირას ერთ-ერთ ცნობილ რაიონში - კანონინშია განლაგებული. მონასტერი პირველად მოხსენიებულია 1706 წელს და მას ძალიან საინტერესო და მდიდარი ისტორია აქვს. მის კედლებს მიღმა ინახება მრავალი სიწმინდე. მათ შორის არის კასოპიტრას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

კლიმატი
კლიმატი კუნძულ კორფუზე ზომიერი ხმელთაშუაზღვიურია; ზამთრის უხვი ნალექის გამო საბერძნეთის ეს ფანტასტიური კუთხე ძალიან გამწვანებულია.
ზაფხულში საშუალო დღის ტემპერატურა დაახლოებით 30-35 ° C ღამე კი იშვიათად ეცემა 25 ° C-ზე ქვემოთ. გამონაკლის შეადგენს, ყველაზე ცხელი პერიოდი - ივლისის მეორე ნახევარი და აგვისტოს დასაწყისი, როდესაც ჰაერის ტემპერატურა აღწევს 39 ° C, ზოგჯერ ცოტა მეტსაც.

კორფუს სანაპიროები
კუნძული კორფუ გარშემორტყმულია იონის ზღვით, რომელიც ხმელთაშუაზღვის ყველაზე ღრმა ნაწილს წარმოადგენს. სანაპირო ხაზი კუნძულ კორფუზე 217 კმ- ზეა გადაჭიმული, სადაც უამრავი მღვიმე და ყურეა. უნიკალური მდებარეობის გამო აქ შეხვდებით სხვადასხვა ტიპის სანაპიროს: კენჭიანს, ქვიშიანს, რომლებიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით კომფორტული დავენებისთვის.
დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ დაბოლოებაში არის ადგილი, სახელწოდებით არილასი - საოცრად ლამაზი სანაპირო , ეს არის სამოთხე კუნძულ კორფუზე. სწორედ ამ ადგილას შეიძლება ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლის ყურებით დატკბობა. ( თუ მთელი საბერძნეთის მაშტაბით არა, კუნძულის მაშტაბით მაინც ) ზღვაში ჩამავალი მზის სხივები, საოცარ ფერთა გამას ქმნის.
კორფუდან სამხრეთით მესსიონგამდე გადაჭიმულია სანაპიროები რომლებიც თანდათანობით ფართოვდება, კენჭი იცვლება ქვიშით. სწორედ ამ ადგილას არის კუნძულის საუკეთესო სანაპიროები: პეტრილი, ლეფკიმი, აგიოს გეორგიოს (სამხრეთი).
ჩრდილოეთ სანაპიროს რაონები სიდარი, როდა, ახარავი ცნობილია არა მარტო კარგი ქვიშიანი სანაპიროთი არამედ სუფთა წყლითა და ტალღების სიმაღლით, რაც ხელსაყრელია სერფინგისთვის. გარდა ამისა ჩრდილოეთში მდებარეობს "სიყვარულის არხი" ქალაქ სიდრაში. არსებობს თქმულება, რომლის მიხედვითაც წყვილი, რომელიც ხელჩაკიდებული გადაცურავს არხს სიყვარული მათ სამუდამოდ დააკავშირებს.
კალამის ოდნავ სამხრეთით, ნისაკისა და ბარბატის რაონებში, მდებარეობს კუნძულის საუკეთესო კენჭიანი სანაპირო. ეს ადგილები იდეალურია დაივინგის მოყვარულთათვის.
დასიაში სანაპიროები ქვიშიან-კენჭიანია, ეს ადგილი ბავშვიან ოჯახებს იზიდავს, რომლებიც ჯერ ისევ სწავლობენ ცურვას.
ასევე კუნძულის დედაქალაქში შეგიძლიათ დატკბეთ იონიის ზღვის ზურმხტისფერი წყლით, საცურაო ადგილი განთავსებულია ძველ პორტთან ახლოს, იახტ-კლუბ გორიცას სანაპიროზე.
კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით განთავსებულია საოცრად ლამაზი რაიონი - პალეოკასტრიცა. იგი განთქმულია თავისი პეიზჟებით და გულის ფორმის ყუერებიით. სწორედ აქ იყრიან თავს დაივინგის ნამდვილი მოყვარულები, რათა შეისწავლონ წყალქვეშა სამყარო და გამოიკვლიონ გამოქვაბულები.
კურორტი აგიოს იოანის პერისტერონ იდეალური ადგილია მათვის, ვისაც უყვარს მხიარული დროს ტარება ღამით და მშვიდი დასვენება დღისით, ულამაზეს ზღვის სანაპიროზე. აგიოს იოანის პერისტერონ გთავაზობთ უამრავ მომხიბლავ ტავერნებს, რომლებიც პირდაპირ ზღვის ნაპირზეა განლაგებული. ამ ტავერნებში დახვდებათ ახალ დაჭერილი თევზისა და ზღვის პროდუქტების უგემრიელესი კერძები. სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს სოფლები ბენიცესი და მორაიტიკა.



ტურები კორფუზე 2025