ათენი და აკროპოლისი

ათენი არის კაცობრიობის კულტურული და ცივილიზებული სამყაროს საფუძველი. ბერძნული სახელმწიფოს დედაქალაქს სახელი სიბრძნისა და ცოდნის ქალღმერთის ათენას პატივსაცემად ეწოდა. აქ დაიბადა დემოკრატია და ხელოვნება, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ ქალაქში სადაც არ უნდა წახვიდეთ, სადაც არ უნდა აღმოჩნდეთ ყველგან ისტორია ცოცხლდება. აქ ანტიკურობა ხვდება თანამედროვეობას, ბიზანტიური ეკლესიები კი გასული საუკუნის ნეოკლასიციზმს.
ათენი მითიური ქალაქია, რომლის შესახებაც სასიამოვნო მოგონებები წლების განმავლობაში გაგყვებათ.

ექსკურსიები საბერძნეთში 2025