ამ მოგზაურობაში იონიის ზღვის სუფთა წყლები და კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროს სილამაზე გელოდებათ! ნავით გასეირნება კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც თქვენ გელით უამრავი თვალწარმტაცი ადგილი. ჩვენ გავივლით ყველაზე ვიწრო ყურეში, რომელიც ჰყოფს საბერძნეთს ალბანეთისგან. საზღვარი აქ მხოლოდ კილომეტრზეა დაშორებული. წყლის ფერი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე იმდენად მიმზიდველია, რომ ჩვენი კაპიტანი რამდენიმე გაჩერებას გააკეთებს ყველაზე მყუდრო პლაჟებსა და ყურეებზე, რათა მთელი დღის განმავლობაში ისიამოვნოთ ამ წყლებში ცურვით, მოგვიანევით კი გამაგრილებელი სასმელები, ღვინო და უგემრიელესი მწვადი გელოდებათ. გვექნება ორსაათიან გაჩერება ქალაქ კასიოპიში. თქვენ შეძლებთ გაისეირნოთ ქუჩებში და ადგილობრივ მაღაზიებში, მოინახულოთ ვენეციური ციხე-სიმაგრე და ტაძარი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატით.