პეპლების ველი

ეს ადგილი ნაკრძალისა და მინი ზოოპარკის შესანიშნავი კომბინაციაა. თვალწარმტაცი მთის ხეობა უნიკალური მიკროკლიმატითა და მდიდარი ფლორით - მსოფლიოში იშვიათი პეპლების ყველაზე დიდი პოპულაციის ადგილსამყოფელია. ყოველ ზაფხულს, გამრავლების სეზონზე, ასობით პეპელა ხეობაში მიფრინავს, რომელიც ითვლება ყველაზე გრილ და ნოტიო ადგილად კუნძულზე.
როდოსის სირაქლემების ფერმა მდებარეობს პეპლების ველის უშუალო სიახლოვეს. ის შექმნილია როგორც ინტერაქტიული ზოოპარკი, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ინფოემაცია სირაქლემების შესახებ, გამოკვებოთ ისინი და შეიძინოთ უჩვეულო სუვენირები.

ექსკურსიები საბერძნეთში 2025