საბერძნეთი მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ქვეყანაა. აქ ირგვლივ ყველაფერი გაჯერებულია მითებითა და ლეგენდებით, არქეოლოგიური ძეგლები კი ყოველ ნაბიჯზე შეიძლება შეგვხვდეს. როგორც ვიცით ძველბერძნულმა მითებმა და ისტორიამ დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ევროპულ კულტურაში. დელფოს არქეოლოგიური კომპლექსი და მუზეუმი მდებარეობს პარნასის მთის სამხრეთ კალთაზე. დელფო ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ, საკულტო და რელიგიური ცენტრად ითვლებოდა.