ღრამვუსას კუნძული

შუა საუკუნეების ბოლოს ხმელთაშუა ზღვის აუზში გაჩნდა მეკობრეობის მძლავრი ცენტრი, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში ხელს უშლიდა ხმელთაშუა ზღვის ნაოსნობასა და ვაჭრობას; საზღვაო მძარცველები თავს დაესხნენ ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროებს, მათი ყურადღების მიღმა არც კუნძული კრეტა დარჩა.
ვენეციური ციხე-სიმაგრე კუნძულ ღრამვუსაზე ინახავს ბევრ საიდუმლოს და საგანძურს. ამ ადგილას სამი ზღვა ერწყმის ერთმანეთს: ეგეოსის, ლიბიისა და იონიური ზღვა. ლაგუნის კრისტალურად სუფთა წყლები, ფირუზისფერი ზღვა და თეთრი ქვიშა მას აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს და უნიკალურ და ადგილად მსოფლიოში.
გემი დაგტოვებთ ბალოსის სანაპიროს ხელუხლებელ, ველურ პლაჟებზე, სადაც ოდესღაც ცნობილი იახტა Britannia იდგა და პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი ატარებდნენ თაფლობის თვეს

ექსკურსიები საბერძნეთში 2025