ოლიმპო არის ყველაზე ცნობილი და მაღალი მთა საბერძნეთში. მითოლოგიის თანახმად სწორედ ეს მთაა ოლიმპიური ღმერთების სახლი. ოლიმპოს მთის ჩრდილოეთ ძირში მდებარეობს მაკედონიის სამეფოს უძველესი დედაქალაქი დიონი, რომლის ნანგრევები დღესაც შთამბეჭდავია.
რაც შეეხება ვერგინას, ეს არის ძველი მაკედონიის პირველი დედაქალაქი და საბერძნეთის ისტორიაში ორი უდიდესი მეფის სახლი: ფილიპე II და მისი ვაჟი ალექსანდრე მაკედონელის. ვერგინაში გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უნიკალური არტეფაქტები, რომლებიც ამჟამად ადგილობრივ მუზეუმშია დაცული.