აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და დასამახსოვრებელი ქალაქი, რომელიც აუცილებლად დაგიტოვებთ მრავალ საინტერესო მოგონებას. კუნძულის დედაქალაქი 2400 წელზე მეტისაა! როდოსის მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობა ხიბლავს მოგზაურებს: როდოსის კოლოსის ცნობილი ქანდაკება, ძლევამოსილი ჰოსპიტალიერების ორდენი, სულთან სულეიმანისა და ოსმალეთის ბატონობა, იტალიური რენესანსი და მრავალი სხვა. აქ ერთმანეთშია გადაჯაჭვული ანტიკურობა, შუა საუკუნეები და თანამედროვეობა. იმოგზაურეთ დროში და შეიგრძენით რაინდთა კუნძულის მშენიერება.