დოდეკანესის ყოფილი დედაქალაქი არის კონტრასტების კუნძული, ოდესღაც იგი იყო ზღვის ღრუბლების მოპოვების მსოფლიო ცენტრი. სიმი გამოირჩევა თავისი ორიგინალური არქიტექტურით, არისტოკრატული ხასიათით და დახვეწილი გემოვნებით.
სიმი მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების დასასვენებელი ადგილია, დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონის კინოსა და ესტრადის ვარსკვლავებში. ის ასევე სულიერი ცენტრია და საუკუნეების მანძილზე უამრავი მომლოცველი სტუმრობს მას. ფერადი კუნძული იმდენად მომხიბვლელია, რომ შეიძლება გაგიჩნდეთ გრძნობა რომ იმყოფებით არარეალურ სამყაროში.