ერთდღიანი მოგზაურობა მირაბელოს თვალწარმტაც ყურეში. თავდაპირველად ჩახვალთ ელუნდაში, საიდანაც პატარა ნავით გაემგზავრებით კუნძულ სპინალონგაზე, სადაც თქვენ მოინახულებთ უძველეს ვენეციურ ციხესიმაგრეს. უკანა გზაზე გელით სასიამოვნო პიკნიკი პატარა კუნძულზე - ბანაობა კრისტალურად სუფთა წყალში, უგემრიელესი ხორცი და საოცარი კრეტული ღვინო.
უკანა გზაზე გაისეირნებთ ცნობილი კურორტის აგიოს ნიკოლაოსის კოლორიტულ ქუჩებში.