კრეტას აღმოსავლეთით - გთავაზობთ ექსკურსიას ცნობილ ვაის პალმის პლიაჟზე. თავდაპირველად კუნძულის ჩრდილოეთ სანაპიროზე ეწვევით უძველეს მინოსურ ქალაქ გურნიას, ასევე მოინახულებთ სიტიას, სადაც მზადდება საუკეთესო კრეტული ღვინო.
შემდეგ ეწვევით თოფლუს მონასტერს, რომელიც ეძღვნება ღვთისმშობლის შობასა და იოანე ღვთისმეტყველს. მონასტრის მუზეუმში ინახება ძვირფასი სიწმინდეები. მის ეზოში ტურისტული პავილიონია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ბიზანტიური ხატები და სხვა სუვენირები. შემდეგ გავემართებით აღმოსავლეთით ცნობილ Vai beach-ზე,
მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პალმის ნაკრძალში, 500-ზე მეტი პალმის ხეებით.
პალმის ნაკრძალიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს ძველი ბერძნული საპორტო ქალაქის იტანოსის ნანგრევები. Vai beach-ზე მოგეცემათ შესაძლებლობა იცურაოთ ზღვაში და ივახშმოთ ერთ-ერთ ტრადიციულ ტავერნაში.