ზღვის დონიდან 850 მ სიმაღლეზე მდებარე და ათასობით ქარის წისქვილით განთქმული, ეს მართლაც უნიკალური სანახაობაა! პლატოსკენ მიმავალ გზაზე თქვენ მოინახულებთ პატარა სოფელ პესას, რომელიც ცნობილია თავისი ღვინის წარმოებით - ამაში თავად დარწმუნდებით, როდესაც მას დააჭაშნიკებთ.
სოფელ ტროპსანოში შეგიძლიათ შეიძინოთ ავთენტური კრეტული კერამიკა. გზა დიქტის მთისაკენ, კრეტას სიმაღლით მესამე მთისკენ, გადის ზეთისხილის ჭალებზე და კერას მონასტრის მახლობლად. აქვე მოინახულებთ დიქტეონ ანდრონის ცნობილ გამოქვაბულს, სადაც, ლეგენდების თანახმად, დაიბადა ღმერთების მამა ზევსი (ბერძ. დიასი).
პლატოს ირგვლივ მდებარე ერთ-ერთ მთის სოფელში დასვენებისა და საყიდლების დროც გექნებათ.