ოლიმპიური რივიერა

პიერია - ღმერთების სამყოფელი
.
პიერია-საბერძნეთის 51 რეგიონიდან ერთ-ერთია. მდებარეობს ცენტრალური მაკედონიის სამხრეთ ნაწილში. პიერიის სამხრეთი და დასავლეთი ნაწილი მაღალმთიანია. პირიქით სანაპირო ზონა-მდიდარი და ფართო ვაკეა, რომელიც მთელი რეგიონის 40% შეადგენს.
პიერიის დედაქალაქია- ქალაქი კატერინი. ეს სახელწოდება ამ ქალაქის მფარველის წმინდა ეკატერინე წამებულის საპატიოთ მიიღო. ქალაქი წარმოადგენს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებას, რადგანაც აქ ერთადაა თავმოყრილი ულამაზესი მთები და კამკამა ზღვა. ქალაქის მოსახლეობა 90 000 ადამიანს აღწევს.ქალაქის მკვიდრნი ძირითადად სოფლის მეურნეობით და ტურიზმით არიან დაკავებულნი.

ისტორია
პიერია-თრაკიელი პიერიდების ადგილსამყოფელი იყო, რომლებიც თაყვანს სცემდნენ 12 ღვთაებას და პიერიის მუზებს .
ბიზანტიისა და შუა საუკუნეების პერიოდში პიერიამ ბევრი ერის თავდასხმას გაუძლო, რომლებიც მის დაპყრობას ცდილობდნენ. სერბები, ჰუნები, ნორმანები და ავარები-მხოლოდ რამდენიმე მათგანია, იმათგან ვინც ამ მიწაზე გაიარა. ვენეციელებმა, რომლებსაც ასევე უნდოდათ პიერიის დაპყრობა, ვერ მოახერხეს ამ ტერიტორიაზე დამკვიდრება, სამაგიეროდ მათი აქ ყოფნის მრავალი კვალი დატოვეს. 1389 წელს პიერია თურქებმა დაიპყრეს. რეგიონის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად ითვლება 1878 წელი, როდესაც მოხდა გმირული, თუმცა წარუმატებელი აჯანყება ლიტოხოროში.1912 წლის 16 ოქტომბერს ბერძნულმა არმიაამ გაანთავისუფლა ქ. კატერინი.

ტურიზმი
პიერია-მითიური ღმერთების ადგილსამყოფელი, იდეალურად მოუხდებათ მათ, ვისაც სურს გაატაროს შვებულება ერთდროულად მთასა და ზღვაზე. ერთი მხრიდან - თერმული ყურის არაჩვეულებრივი სანაპირო, მეორე მხრიდან - ოლიმპო, მითიური ღმერთების მთა.
პიერიაში დასვენება ზამთარშიც არაჩვეულებრივია. რომანტიული გასეირნების და ახალი აღმოჩენების მოყვარულებს ელოდებათ თვალწარმტაცი სოფლები აგიოს პანდელეიმონას, ანო სკოტინას, პალიი პორი და პეტრა. ზაფხულში კი სანაპიროები მაკრიალოსი, კატერინი, მეთონი, ნეონ პორონ, პლატამონა, აგიუ პლატამონას პლიაჟები, სკოტინას, ვარიკუ სთავაზობენ ტურისტებს ყველა სახის მომსახურებას სასიამოვნო და კომფორტული დასვენებისთვის.
შემოდგომაზე პიერია შთამბეჭდავია არაჩვეულებრივი ფერებით და ულამაზესი ბუნებით. მათვის ვინც უპირატესობას ანიჭებს ექსტრემალურ დასვენებას,უდიდესი გამოწვევაა დაიპყროს ოლიმპის მწვერვალი-ბერძნული ღმერთების ადგილსამყოფელი.

ღირსშესანიშნაობები


ქალაქი კატერინი
კატერინიში ყოფნისას ეწვიეთ წმ. ეკატერინეს ეკლესიას, რომელშიც არაჩვეულებრივი ხატებია. ქალაქიდან 2 კილომეტრში მდებარეობს უძველესი სამარხი, რომელიც ორი კამერისგან შედგება. იგი თარიღდება ძ.წ 4 საუკუნით. ამ რაიონში ასევე არსებობს უძველესი სამარხი , რომელიც ადრეული რკინის ხანით თარიღდება. ღვთისმშობლის ბიზანტიური ეკლესია, მე-11 საუკუნეში აგებული,პიერიის ყველაზე ძველ ბიზანტიურ ძეგლს წარმოადგენს.

ლიტოხორო-ოლიმპოს კარიბჭე
ასე უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა ამ ქალაქს, რომელიც განლაგებულია 23 კმ მოშორებით კატერინიდან. პირველად ეს ადგილი ნახსენებია 16 საუკუნეში წმინდა დიონისეს მიერ, რომელიც ესტუმრა ქალაქს და დაარსა აქ მონასტერი. ლიტოხორო პოპულარულია იმ ტურისტებს შორის, რომლებიც ოლიმპოს დაპყრობას აპირებენ, რადგანაც ყველა მარშრუტი სწორედ აქედან იწყება. ქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს წმინდა დიონისეს მონასტერი.

პლაკა ლიტოხორუ
ქალაქის აღმოსავლეთით მდებარეობს რაიონი პლაკა, ცნობილი პიერიაში, როგორც პლაკა ლიტოხორუ. პლაკას სანაპიროზე განლაგებულია უამრავი მაღაზია, სასტუმროები, რესტორნები, ღამის კლუბები. სწორედ ამიტომ პლაკა- ეს ის ადგილია,რომელიც იზიდავს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე უამრავ ტურისტს.

ზღვის მუზეუმი
მდებარეობს ლიტოხოროში. მათ ვისაც აინტერესებს ზღვაოსნობის ისტორია, შესაძლებლობა ექნება იხილოს ცნობილი გემების ზუსტი ასლები, ასევე, საზღვაო აღჭურვილობის ნივთები და აქსესუარები.

უძველესი დიონი
„ზევსის ქალაქი“-ძველი მაკედონელების წმინდა ქალაქი-განლაგებული ოლიმპოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე. აქ, დიონში ფილიპემ და მისმა ვაჟმა ალექსანდრე მაკედონელმა ქერონეის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ძ.წ. 338 წელს მსხვერპლი შეწირეს ამ მოვლენასთან დაკავშირებით. ალექსანდრე მაკედონელის მმართველობის დროს დიონი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც მაკედონიისთვის, ასევე მთელი საბერძნეთისთვის.
ამ, საერთაშორისო მნიშვლობის არქეოლოგიურ პარკში, თქვენ საშუალება გაქვთ გაისეირნოთ უძველეს ნანგრევებს შორის და შეიგრძნოთ ანტიკური ეპოქის სუნთქვა. აგრეთვე, შეგიძლიათ ეწვიოთ არქეოლოგიურ მუზეუმს, რომელიც აქვე მდებარეობს. მრავალწლიური გათხრების მეშვეობით ნაპოვნია უამრავი საინტერესო ექსპონატი, რომელიც მუზეუმშია გამოფენილი. თქვენ ასევე იხილავთ ზევსის ანტიკური თეატრს, რომლის სცენაზე ფესტივალ „ოლიმპის“ ფარგლებში ყოველ ზაფხულს იდგმევა სპექტაკლები და იმართება კონცერტები.

თვალწარმტაცი სოფელი პალეო პანდელეიმონას
ამ სოფელში ყველა შენობა ტრადიციულ არქეტექტურულ სტილშია აგებული. განლაგებულია სოფელი ოლიმპის ქვედა ფერდობზე, 700 მ. სიმაღლეზე. აქედან იშლება არაჩვეულებრივი ხედი პიერიის სანაპიროზე.

თვალწარმტაცი სოფელი ელატოხორი
ეს ულამაზესი სოფელი 780 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ბოლო წლებში იგი გახდა საბერძნეთის საუკეთესო სამთო კურორტი. ტურისტები აქ მთელი წლის განმავლობაში არიან.

ენიპეიის ხეობა
აღიარებულია უმაღლესი სირთულის მარშუტად და ექსტრემალური ტურიზმის უამრავ მოყვარულს იზიდავს. ხეობაზე გადის ევროპული მარშრუტი E4.

პლატამონას ციხე-სიმაგრე
ეს ციხე-ქალაქი შუა ბიზანტიის პერიოდს მიეკუთვნება. იგი აგებულია ვენეციელების მიერ 1204 წელს, მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას, ზღვიდან შემოტევის დროს მოსახლეობის დასაცავად. განსაკუთრებულ ხიბლს მატებს ციხის ნანგრევებს ღამის განათება.

სანაპიროები


პარალია კატერინი
პარალია კატერინის სანაპირო ქალაქიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.დიდი, ოქროსფერი პლიაჟი ბევრ ადამიანს იზიდავს. უამრავი სასტუმრო, ტავერნა და რესტორანი კი ამ ადგილს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის.

ნეი პორი
სოფელი ნეი პორი ქალაქ კატერინიდან 43 კილომეტრში მდებარეობს. ორგანიზირებული და უსაფთხო პლიაჟი იდეალურია საოჯახო დასვენებისთვის. ეს არის პიერიის ყველაზე ხალხმრავალი პლიაჟი. ქვიშიანი პლიაჟი კრისტალურად სუფთა წყლით დაჯილდოვებულია „ლურჯი დროშით“ ევროკავშირის მიერ. თანამედროვე სასტუმროები, რესტორნები და ტრადიციული ტავერნები არაჩვეულებრივი სამზარეულოთი ელიან ტურისტებს.

ოლიმპიური სანაპირო
მდებარეობს კატერინიდან 8 კილომეტრში. ეს სანაპირო ასევე „ ლურჯი დროშითაა „ დაჯილდოვებული ევროკავშირის მიერ. ეს პლიაჟი კარგად არის მოწყობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პლატამონას
ეს ცნობილი მაკედონიის კურორტი ოლიმპის ძირში მდებარეობს. ყოველწლიურად აქ ჩამოდის უამრავი ტურისტი, რომლებსაც იზიდავს სუფთა ზღვა, ქვიშიანი პლიაჟი და ულამაზესი ჭადრის ტყე. აქ შეგიძლიათ მშვენივრად დაისვენოთ სანაპიროზე, მიირთვათ უგემრიელესი ყავა ან ისადილოთ ტრადიციულ ტავერნაში.

ლეპტოკარია
ქალაქი ლეპტოკარია კატერინიდან 25 კილომეტრშია. ქალაქის პლიაჟი იმდენად სუფთაა, რომ ის დაჯილდოვებულია „ლურჯი დროშით“. იგი კარგად ორგანიზებული და უსაფთხოა.

მაკრიალოს
ეს არის მშვენიერი სანაპირო. იდეალურია აქტიური დასვენები მოყვარულთათვის, რადგანაც აქ მშვენიერი ბაზაა , იმისათვის რომ, სხვადასხვა სახის სპორტით დაკავდეთ. პლიაჟის სიახლოვეს მდებარეობს უამრავი ტავერნა. თუ აქ მოხვდებით, შეგიძლიათ ასევე ეწვიოთ ანტიკური პიდნის ნანგრევებს, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მაკედონიის ისტორიაში.
მაკრიალოს სანაპირო დაჯილდოვებულია „ლურჯი დროშით“.

გრიტცა
მდებარეობს კატერინიდან 16 კილომეტრში. ულამაზესი პლიაჟი წვრილი ქვიშითა და ფირუზისფერი ზღვით. აქვე თევზის ტავერნაში შეგიძლიათ მიირთვათ ახალი დაჭერილი თევზი.
გრიტცის სანაპირო დაჯილდოვებულია „ლურჯი დროშით“.

მეთონი
მდებარეობს 31კმ კატერინის ჩრდილოეთით. ეს არის ულამაზესი სანაპირო კამკამა ზღვით. აქვეა უამრავი კაფე-ბარები და ტავერნები. სანაპირო დაჯილდოვებულია ევროკავშირის მიერ „ლურჯი დროშით“.

პიდნა
კარგად ორგანიზირებული სანაპირო, ოქროსფერი ქვიშით და კრისტალურად სუფთა წყლით. პლიაჟთან ახლოს მდებარეობს სასტუმროები. ეს სანაპიროც დაჯილდოვებულია ევროკავშირის მიერ „ლურჯი დროშით“.

კორინოს
ქალაქ კატერინიდან მხოლოდ 11 კილომეტრში. ულამაზესი სანაპირო ღია ოქროსფერი ქვიშით და გამჭირვალე ზღვით. სანაპიროს მთელ სიგრძეზე განლაგებულია უამრავი ტავერნა, სასტუმრო და კაფე-ბარი. მრავალი წლის განმავლობაში ჯილდოვდება „ლურჯი დროშით“ და მრავალ ტურისტს იზიდავს.

პარალია სკოტინი
კატერინიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. თქვენ დაგხვდებათ უჩვეულო სანაპირო. აქ ყველაფერია იმისათვის რომ ტურისტმა კომფორტულად დაისვენოს. უამრავი სასტუმრო, კაფეები, თევზის ტავერნები.
იმათ, ვინც აქ მოხვდება ურჩევთ ეწვიონ დასახლებას პალია სკოტინა, რომელიც ტრადიციულ სტილშია აშენებული. აქვეა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

ვარიკო
ეს მშვიდი პლიაჟი მდებარეობს ულამაზეს ბუნებაში, ოლიმპის ძირში, კატერინიდან 10 კილომეტრში.

აი იანნის
მაკრიალოსიდან რამოდენიმე მეტრში მდებარეობს. ეს მშვიდი სანაპირო, ოქროსფერი ქვიშით და ზურმუხტისფერი ზღვით. პლიაჟის მახლობლად არის ტავერნები უგემრიელესი სამზარეულოთი.

პარალია პანტელეიმონოს
მდებარეობს კატერინიდან 36 კილომეტრში, პირდაპირ პლატამონას ციხე-სიმაგრის ძირში, ლამაზ პატარა ყურეში. მრავალი წლის განმავლობაში ეს პლიაჟი ჯილდოვდება „ლურჯი დროშით“ ევროკავშირის მიერ. სანაპირო კარგად არის ორგანიზებული. იდეალურია ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის. პლიაჟის მახლობლად არის ტავერნები, კაფე-ბარები და დასახლება აიოს პანტელეიმონას.

ტურები ოლიმპიურ რივიერაზე 2025