პაროსი

მელოდიების კუნძული
ეგეოსის ზღვაში მდებარე პაროსი კიკლადების არქიპელაგის სიდიდით მესამე კუნძულია ნაქსოსისა და სიროსის შემდეგ. კუნძულის ფართობი 196 კვადრატული კილომეტრია. პაროსის მეზობელი კუნძულებია: ნაქსოსი, იოსი, სიფნოსი და სიროსი. კუნძულის რელიეფი ძირითადად მთიანია. კუნძულზე ჩასვლა შესაძლებელია საჰაერო გზით ათენიდან ან გემით პირეას პორტიდან, ასევე ლავრიოსა და რაფინას პორტებიდან. საბერძნეთის მატერიკთან კავშირის გარდა, პაროსს კარგი კავშირები აქვს მეზობელ კუნძულებთან. ბოლო დროს რომანტიული კუნძული პაროსი დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში.
პარიკია არა მხოლოდ კუნძულის დედაქალაქია, არამედ მისი პორტიც, რომელიც წარმოადგენს კარიბჭეს „გარე სამყაროსთან“. აქ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და თანამედროვე ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის და ქმნის სასიამოვნო ჰარმონიას: პორტთან და მის თანმხლებ შენობებთან განლაგებულია ქვითკირის სახლები ლურჯი ფანჯრებით, ეკლესიები და ტრადიციული ტავერნები.

ღირსშესანიშნაობები

ეკატონტაპილიანის ეკლესია
პარიკიაში, პაროსის დედაქალაქში, პორტიდან არც თუ ისე შორს, მდებარეობს ეკატონტაპილიანის შთამბეჭდავი ეკლესია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კარგად შემონახული ქრისტიანული ეკლესია მთელ საბერძნეთში.
ტაძრის სახელთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი მადგანის თანახმად ეკლესიას ასი კარი აქვს და საიდუმლო მეასე კარი გაიხსნება, როდესაც მართლმადიდებლური ღვთისმსახურება კვლავ აღევლინება კონსტანტინოპოლის აია სოფიაში (სტამბულში) .
ეკატონტაპილიანის ეკლესია ალბათ ერთადერთი შენობა კუნძულზე, რომელიც არ არის თეთრი.

არქეოლოგიური მუზეუმი
ეკლესიიდან არც ისე შორს არის არქეოლოგიური მუზეუმი. მასში დაცულია არქაული და კლასიკური სკულპტურების, არქეოლოგიური აღმოჩენების უმდიდრესი კოლექცია ნეოლითიდან რომაულ პერიოდამდე.

ანტიკური კარიერები
კუნძულის დედაქალაქიდან სამ კილომეტრში მდებარეობს უძველესი კარიერები, სადაც მოიპოვებდნენ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ პაროსის მარმარილოს. კაშკაშა თეთრმა ქვამ, ოდნავ ვარდისფერი ელფერით ოდესღაც დიდი სიმდიდრე მოუტანა კუნძულის მაცხოვრებლებს.

ნაუსა
თვალწარმტაცი სოფელი ნაუსა. ძალიან სასიამოვნოა გასეირნება მის ვიწრო ქუჩებში, მშვენიერი თაღებითა და ეკლესიებით. აქ არის მე-15 საუკუნეში აშენებული ვენეციური ციხე, დღეს ის ნახევრად ჩაძირულია ზღვაში. ნაუსას პორტი ოდესღაც მეკობრეების თავშესაფარი იყო.

სოფელი ლეფკესი
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სოფელია ლეფკესი, რომელიც მდებარეობს კუნძულის მწვერვალზე. სოფელი აშენებულია ამფითეატრის სახით. თითქმის ყველა სახლი და ეკლესია აშენდა XV-XVII საუკუნეებში. სოფლის მთავარი ღირსშესანიშნაობაა წმინდა სამების ეკლესია, რომელიც მთლიანად თეთრი მარმარილოსგანაა დამზადებული.

პლიაჟები

Pounda beach
თვალწარმტაცი პლაჟი ფუნდა ძალიან პოპულარულია ვინდსერფერებში, ამ ზღვის სპორტის სახეობისთვის აქყველანაირი პირობებია. სანაპიროზე არის პოპულარული წყლის სპორტის სკოლები და აღჭურვილობის გაქირავების პუნქტები.

Kolybithres beach
ულამაზესი პლაჟი კოლიბითრეს ძალიან პოპულარულია ადგილობრივ მოსახლეობაში, სანაპირო გარშემორტყმულია ძალიან უჩვეულო ფორმის კლდეებით. პოპულარული პლაჟის მახლობლად არის რამდენიმე შესანიშნავი საკურორტო სასტუმრო და აქრესტორნებისა და ტავერნების უზარმაზარია არჩევანი.

Piperi beach
ყველაზე ხელმისაწვდომი და ხალხმრავალი პლაჟია პიპერი, იგი მდებარეობს საკურორტო ქალაქ ნაუსას ცენტრში. ამ ადგილებში ზღვა ღრმაა, რაც იზიდავს დაივერებს. სულ რაღაც ორიოდე წუთის სავალზე აღმოჩნდებით ქალაქის ხმაურიან ქუებში, სადაც დაგხვდებათ მაღაზიების, კულტურული და გასტრონომიული დაწესებულებების დიდი არჩევანი.

Langeri beach
კუნძულის კიდევ ერთი პოპულარული პლაჟია ლანგერი. სანაპირო იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. პლაჟი დაფარულია წვრილი ღია ფერის ქვიშით, რომლის წყალობითაც წყალი იძენს ულამაზეს ფერს.

ტურები პაროსზე 2025