პელოპონესი

მოგზაურობა მითებისა და პოემების სამყაროში

პელოპონესის ნახევარკუნძული ეს არის: მშვენიერი სანაპიროები და დიდებული მთები. ტურისტული ცენტრები და თვალწარმტაცი ტრადიციული სოფლები, ლეგენდარული ანტიკური ქალაქები და პოპულარული კურორტები. არქეოლოგიური ძეგლები. ტურიზმის განვითარებას ამ რეგიონში ხელი შეუწყო ლანდშაფტის მრავალსახეობამ და მდიდარმა ისტორიამ.
ნახევარკუნძულს ხმელეთიდან კორინთოს არხი ყოფს. რეგიონის ფართობია-22.000.000 კილომეტრია. მოსახლეობა- 1 მილიონი ადამიანია. პელოპონესი მთიანი რეგიონია. მისი ყველაზე მაღალი მწვერვალია-ტაიგეტუსია (2.407 მ), დასავლეთით კუნძულს აკრავს იონური ზღვა, აღმოსავლეთით კი მირტოს ყურე.
«LEGEND TRAVEL»-ი გთავაზობთ სხვადასხვა ტურებს პელოპონესზე (საზაფხულო დასვენება, საექსკურსიო ტურები,ზამთრის სამთო-სათხულამურო კურორტები). რადგანაც ნახევარკუნძული უნიკალური დასასვენებელი ადგილია წელიდადის ნებისმიერ დროს.
პელოპონესი შედგება ოლქებისგან: აქაია, მესენია, ილია, არკადია, არგოლიდა და კორინთია. ყოველი მათგანი თავისებურად ლამაზი და უნიკალურია. ნახევარკუნძულის ყველაზე დიდი ქალაქია პატრა, სიდიდით მეორე ქალაქია-კალამატა.
ისტორია და ღირსშესანიშნაობები
ანტიკურ დროში აქ ყვაოდა ისეთი ბერძნული პოლისები, როგორიცაა სპარტა, კორინთო და არგოსი.
ნახევარკუნძულის მდიდარი ისტორია და არქეოლოგიური ძეგლები ათასობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. პელოპონესის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლებია-უძველესი ოლიმპია (ოლიმპიური თამაშების სამშობლო), არგოლიდა (ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ცივილიზაცია ), მისტრა (მთები,რომლებშიც განლაგებულია უამრავი ბიზანტიური ეკლესია), ცნობილი სპარტა, კალავრიტა (პირველი მონასტერი საბერძნეთში), უმშვენიერესი მონემვასია და პილოსი....არანაკლებ ცნობილია ძველი კორინთო, აკროკორინთო, კორინთოს არხი და ძველი ნემეა (ნემეური თამაშების სამშობლო).

პლაჟები

ფოკიანო
მდებარეობს არკადიაში, ქალაქ ლეონიდიოს მახლობლად. აქ დაგხვდებათ ნახევრადმრგვალი ყურე იდეალურად სუფთა, ზურმუხტისფერი წყლით. პირდაპირ სანაპიროზე არის ტავერნა,სადაც დაგხვდებათ ახალდაჭერილი თევზი, არომატული სალათები და სხვა უგემრიელესი კერძები.

ვოიდოკილია
მდებარეობს მესენიაში, 10 კმ-ში პილოსიდან. ეს არის საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო! აქ გელით ფირუზისფერი წყლები და თეთრი პუდრივით წვრილი ქვიშა. აქვე, ორ ბორცვზე, რომლებივ იცავენ სანაპიროს ქარისაგან, მდებარეობს პალიოკასტროს ციხე (1278 წ.) და ფრასიმიდის მიკენური ეპოქის სამარხი.

აგია ვარვარა
ლაკონიის მანიში მდებარე ოქროსფერი ქვიშით, კრისტალურად სუფთა წყლით, ხშირი მცენარეული საფარით და პატარა სამლოცველოთი, რომელშიც ლეგენდის თანახმად მეკობრეთა განძია დაკრძალული. პირდაპირ სანაპიროზეა განლაგებული ტავერნაში ამზადებენ ახალდაჭერილ თევზსა და ზღვისპროდუქტებს.

ელეა
მდებარეობს მესენიაში, კიპარისიიდან 10 კმ-ში, პირგოსის დასახლებასთან. აქ დაგხვდებათ
ოქროსფერი ქვიშა, იონური ზღვის გამჭირვალე წყლები, ტალღები აგვისტოში სერფინგის მოყვარულთათვის, ფიჭვის ტყე.
თუ მოგშივდებათ შეგიძლიათ ისადილოთ მითოს ელეასში-შეუკვეთეთ ახალი თევზი და ზღვისპროდუქტები, შემწვარი ყაბახი და ადგილობრივი ყველის ასორტი.

მავროვუნი
მდებარეობს მესენიაში ფინიკუნდას და მეთონის დასახლებებს შორის (არსებობს რამოდენიმე სანაპირო სახელწოდებით «მავროვუნი», პელოპონესის სხვადასხვა ადგილას). ეს არის მესენიის ულამაზესი სანაპირო, წვრილი ქვიშითა და კამკამა წყლით.
უმშვენიერესი ციხე-სიმაგრეები მეთონი და კორონი მდებარეობს ძალიან ახლოს და იდეალურია რომანტიული გასეირნებისათვის.

ფონეას
მესენიაში, კალამატიდან 30 კმ-ში მდებარეობს სანაპირო მსხვილი თეთრი ქვიშითა და ზურმუხტისფერი ზღვით. აქვე არის რესტორანი "ფონეასი", რომელშიც შეგიძლიათ განთავსდეთ ზეითუნის ხის ქვეშ განლაგებულ მაგიდებთან და შეუკვეთოთ უგემრიელესი ხორცი და ადგილობრივი სამზარეულოს კერძები.

პეტროხორი
15 კმ-ში სოფელ პილოსის ჩრდილოეთით, ვოიდოკიას დასახლების მახლობლად. ქვიშიანი სანაპირო ღია-ცისფერი წყლითი დეალურია მშვიდი, მყუდრო დასვენებისთვის.
რესტორანი "ამოფინესი" განლაგებულია ზღვასთან. გთავაზობთ უგემრიელეს ტრადიციულ კერძებს, კრეატიული დეტალებით.

კიპარისი
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ლაკონიაში, 60კმ-ში მონემვასიიდან. სინამდვილეში კიპარისი ორი პლიაჟისაგან შედგება-აგია კირიაკი და მეგალი ამუ. ფერადი კენჭები და ულამაზესი კლდეები პირველზე, შავი კენჭები და ხეები მეორეზე. კრისტალურად სუფთა წყალი, იდეალური სიმშვიდე, და პანორამული ხედები ორივე პლიაჟზე გელით.
დამატებითი ბონუსი: სოფელი რომელიც პლიაჟთან მდებარეობს იდეალურია გასეირნებისთვის და საღამოს დასვენებისთვის.

კოლონიდეს
მესენიას ყურეში,4 კმ კორონის ჩრდილოეთით.
სანაპირო: გარშემორტყმულია მწვანე ხეებით, გააჩნია ლურჯი წყალი და რბილი ოქროსფერი ქვიშა. მდებარეობს სასტუმრო კოლონიდესთან.
დამატებითი ბონუსები: აქვე მდებარეობს ამ რეგიონის კიდევ ერთი ულამაზესი სანაპირო-პერულია. აქვეა მყუდრო ტავერნა, სადაც დემოკრატიულ ფასებში ბერძნული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს ამზადებენ (დაახლოვებით 12-15 € კაცზეна ).

ზახარო
პელოპონესის სამრეთ სანაპიროზე, ილიას პრეფექტურაში, 40 კმ-ში პირგოსიდან.
სანაპირო: ამ სანაპიროს ათენელები უწოდებენ «კაიაფა»-ს, პელოპონესელები კი «პირგოსის პლიაჟს», რომლის სიგრძეც 50 კმ-ს აღწევს. ოქროსფერი ქვიშა, ფირუზისფერი ზღვა და არაჩვეულებრივი ფიჭვის ტყე.
დამატებითი ბონუსი: უძველესი ოლიმპია მდებარეობს 25 კმ-ში სანაპიროდან, 12 კმ-ში კი მდებარეობს უმნიშვნელოვანესი ანტიკური დროის ძეგლი-აპოლონის ტაძარი ბასიში.

თერმული წყაროები ლუტრა კაიაფა
ლუტრა კაიაფა – თერმული წყაროები, განლაგებულია ილიას ოლქის სამხეთ ნაწილში, ლაპიფას მთის ძირში, კაიაფის ტბასთან. ამ რეგიონის სანაპირო ყველაზე გრძელი ქვიშიანი პლიაჟია ევროპაში. თერმული წყაროების ტერიტორიას მიეკუთვნება ასევე კაიაფას ტყე, რომელიც პროგრამა NATURA 2000-ის ნაწილია.
კაიაფას თერმული წყაროები იდეალურია სხადასხვა დავაადებების მკურნალობის დროს. კაიაფას სტუმრები ტკბებიან ჰიდროთერაპიით ულამაზესი ბუნების გარემოცვაში.

ტურები პელოპონესზე 2025