როდოსი
როდოსი - რაინდების კუნძული

მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი კუნძული, როდოსი ხიბლავს უამრავ ბერძენ და უცხოელ ტურისტს თავისი რაინდული შენობებით, მშვენიერი მოედნებით, უნიკალური არქიტექტორული ნაგებობებით, ქრისტიანული და მუსულმანური ძეგლებით. პარკებითა და ორიგინალური ქუჩებით.
«LEGEND TRAVEL»-ი გთავაზობთ ტურების ფართო არჩევანს მომხიბლელ კუნძულ როდოსზე. თქვენ გელით ცნობილი კურორტები, ულამაზესი სანაპიროები, საუკეთესო სასტუმროები და ექსკლუზიური ექსკურსიები! ზაფხული როდოსზე-ყველაზე კომფორტული დროა დასვენებისთვის, როცა ამინდი გვახარებს მხოლოდ მზიანი დღეებით, ეგეოსის ზღვა კი-განსაკუთრებულად თბილი წყლით.
კუნძული როდოსი, რომლის ფართობია 1.400,68 კმ.2, არის არქიპელაგ დოდეკანესის ყველაზე დიდი კუნძული და საბერძნეთის სიდიდით მეოტხე კუნძული, კრეტას, ევბეას და ლესბოსის მერე. როდოსი განლაგებულია ათენიდან დაახლოვებით 350 კმ-ში და 18 კმ-ში თურქეთიდან.
ქალაქი როდოსი- ეს არის ხიდი აწმყოსა და წარსულს შორის. ქალაქი რომელიც იდეალურად ითავსებს შუასაუკუნოვან ტრადიციებს და თანამედროვე ცხოვრების ტემპს....


ღირსშესანიშნაობები


ანტიკური როდოსი
წმ.სტეფანეს ბორცვზე (ან მონტე-სმიტიზე) სეირნობისას , სადაც მდებარეობს ძველი როდოსის აკროპოლისი, თქვენ აღმოჩნდებით ელლინისტურ სტადიონზე, რომელიც თარიღდება ძვ.წ. მე-3 საუკუნით.
ლინდოსის ბორცვზე მდებარეობს ცნობილი უძველესი აკროპოლისი. იგი აგებულია კლდეზე და თავისი ფორმით დიდ აივანს წააგავს, რომელსაც გააჩნია უჩვეულო ხედი ზღვაზე.

ლინდოსი
ლინდოსი - სავსეა გარუჯული ტურისტებით, სუვენირის დახლებით, თეთრი სახლებით, აყვავებული ბაღებითა და ვიწრო ქუჩებით. აქ მდებარე ულამაზესი ციხე-სიმაგრე, რომელიც საღამოთი ნათდება, ქმნის არაჩვეულებრივ ატმოსფეროს და ქალაქს კიდევ უფრო რომანტიულს ხდის.

არქეოლოგიური ძეგლები


კამიროს და იალისოს - როდოსის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ზონებია. კამიროსი ცნობილია როგორც საბერძნეთის პომპეი, რადგანაც მისი უეცარი დაცარიელება დღემდე საიდუმლოდ რჩება არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის. იგი ხიბლავს უამრავ სტუმარს თავისი ბუნებით, უძველესი ფორუმითა და დორიული ტაძრით. იალისოსში შემონახულია შუასაუკუნოვანი სასახლის ნანგრევები და უძველესი ნეკროპოლისი, აკროპოლისი და ათენას ტაძარი.

რაინდული როდოსი
გაეცანი კუნძული ყველაზე ცნობილ ძეგლს, აუცილებლად ეწვიე როდოსის ძველ ქალაქს და რაინდების სასახლეს, რომლებსაც ანალოგი არ ყავთ მთელ ევროპაში! არც ერთი ექსკურსია როდოსზე არ ტარდება არაჩვეულებრივად შემონახული რაინდების ქალაქში სეირნობის გარეშე. შუასაუკუნოვანი ნაგებობები, მაგისტრების სასახლე, არაჩვეულებრივი შენობები, ქვაფენილიანი ქუჩები, თაღები, მინარეთები, სახლები აყვავებული აივნებით, ხმაურიანი პატარა მოედნები - ყველაფერი ეს გელით აქ, კუნძულ როდოსის ძველ ქალაქში!
იდუმალი როდოსის ძველი ქალაქი გაყოფილია ორ ნაწილად და მასიური გალავნითაა გარსშემორტყმული. მისი ჩრდილოეთი ნაწილია კოლაკიო (Collachium), სამხრეთი ნაწილი კი ცნობილია როგორც ხორა ან ბურგო. მათ შორის მდებარე ჭიშკარი, რომლის მეშვეობოთ ქალაქის ორ ნაწილს შორის შესაძლებელი იყო კომუნიკაცია, დღემდეა შემორჩენილი ლახიტოს ქუჩაზე. მიუხედავად იმისა, რომ 21 საუკუნეა , შესაძლებლობა გექნებად გადაინაცვლოთ შუასაუკუნეებში. ქალაქში შესვლა შეგიძლიათ არსებული რვა ჭიშკრიდან ერთ-ერთით. ძველ დროში მათ სხვადასხვა რომანტიული სახელები უწოდეს: თავისუფლების ჭიშკარი , პავლე მოციქულის ჭიშკარი, ჭიშკარი დ'ამბუაზ, წმინდა ანტონის ჭიშკარი, წმინდა ათანასის ჭიშკარი, ჭიშკარი აკანტიას, ზღვის ჭიშკარი (Porta Marina) და ნავსტაფმუს ჭიშკარი ან ტარსანა.

ხორაში (ბურგო) ყველაფერი, სხვანაირადაა - უფრო ტრადიციულად! სოკრატეს ქუჩა ან «გრძელი ბაზრობა», როგორც მას ხშირად უწოდებენ, სინამდვილეში- ქუჩაა, რომელზეც უამრავი მაღაზიაა და ძირითადად სუვენირები იყიდება და რათქმაუნდა აქ განლაგებულია ბევრი კაფე-ბარები, ტრადიციული ტავერნები, მყუდრო რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები. ამ ქუჩასთან ახლოს იხილავთ სულეიმანის მეჩეთს, რომელიც აგებულია როდოსის დამპყრობელის სულეიმან დიდის საპატიოდ, ახმედ ხაფუზის თურქულ ბიბლიოთეკას, სულთან მუსტაფას მეჩეთს, წმინდა გიორგის ბიზანტიურ ტაძარს და ძველ ებრაულ კვარტალს ულამაზესი შადრევნით.

პეპლების მდელო
სულ რაღაც 35 კმ-ში ქალაქიდან, მდებარეობს ცნობილი პეპლების მდელო, სადაც ბინადრობს პეპლების იშვიათი ჯიში Panaxia quadripunctaria. ეს ადგილი ათასობით სტუმარს იზიდავს, რომლებიც მოდიან აქ რათა დაკბენ უჩვეულო სანახაობით.

შვიდი წყარო
პოპულარული კურორტი შვიდი წყარო ეს არის არაჩვეულებრივი ოაზისი, შექმნილი იტალიელების მიერ. ტბები, წყაროები, ხის ხიდები და სასეირნო ბილიკები, გააკვირვებს მათ ვისაც ჰგონიათ, რომ კუნძულებზე შეუძლებელია შთამბეჭდავი მწვანე პეიზაჟების ნახვა.
ტავერნიდან რომელიც განლაგებულია შვიდ წყაროში, იშლება ულამაზესი ხედი.

სოფელი ემბონა
საოცარი მთის სოფელი ემბონა, განლაგებულია კუნძულის ყველაზე მაღალი მთის ატავიტოს ძირში. ცნობილია ადგილობრივი ტავერნებით,სადაც უგემრიელესი ხორცის კერძებითა და ღვინით გაგიმასპინძლდებიან. ზოგიერთ ტავერნაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ორიგინალური თხის ყველი.
ცამბიკას ღვთისმშობლის ეკლესია
ცამბიკას ღვთისმშობლის ეკლესიაში უამრავი სასწაული ხდება-უშვილო წყვილები პირდებიან ღვთისმშობელს, რომ თუ მათ შვილი ეყოლათ დაარქმევენ ცამბიკას ან ცამბიკოს. ეს სახელები როდოსზე ძალიან გავრცელებულია.




პლიაჟები

გლისტრა
გლისტრა - მცირე ზომის, ქვიშიანი ყურე, რომელსაც ორი მხრიდან მწვანე მთები აკრავს, მდებარეობს ქალაქ ლინდოსიდან 11 კილომეტრში. ადგილობრივების აზრით ეს არის როდოსის საუკეთესო სანაპირო. ოქროსფერი ქვიშა და ფირუზისფერი სუფთა წყალი ამტკიცებს ამ მოსაზრებას. ეს პლაჟი ნამდვილი სამოთხეა შეყვარებული წყვილებისთვის, რომლებსაც მობეზრდათ ხალხმრავლობა, აურზაური. აქ ისე როგორც არსად შეიძლება შეიგრძნოთ ბუნების ჰარმონია. წყალი იმდენად სუფთა და გამჭირვალეა, რომ სანაპიროდანაც კი შეგიძლიათ დატკბეთ წყალქვეშა სამყაროს ყურებითა და სიმშვიდის განუმეორებელი წუთებით. თუ მოგშივდებათ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ბერძნული კერძები პატარა რესტორნებში, რომლებიც აქვე მდებარეობს. გლისტრას სანაპირო - არაჩვეულებრივი ადგილია დაივინგის მოყვარულთათვის.



პრასონისი
პრასონისი - განლაგებულია ქალაქ როდოსიდან 92 კილომეტრში და უამრავ ტურისტს იზიდავს თავისი უნიკალური პეიზაჟების გამო. მხოლოდ აქ გეძლევათ შესაძლებლობა იხილოთ, თუ როგორ ხვდება ერთმანეთს ორი ზღვა - ხმელთაშუა და ეგეოსის. თუ როდოსზე მოხვდბით აუცილებლად ეწვიეთ ამ უჩვეულო სანაპიროს.
პრასონისი– სამოთხეა სერფინგის მოყვარულთათვის, რომლებიც ჩამოდიან აქ პლანეტის სხვადასხვა კუთხეებიდან. ივლისში და აგვისტოში,როდესაც ძლიერი ქარი უბერავს, პლაჟი ივსება სპორტის მოყვარული აქტიური დამსვენებლებით. ის ვინც ერთხელ მაინც მოხვდა პრასონისიზე, აუცილებლად დაბრუნდება აქ.



აგიოს პავლოსი
აგიოს პავლოსი ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური პლიაჟია ეგეოსის ზღვაში, ფირუზისფერი წყლით, წვრილი ქვიშით და კლდეებით. პორტალ TripAdvisor - ის თანახმად შესულია ევროპის პლიაჟების ტოპ-10-ში.
ამ სანაპიროს სახელწოდებაც შემთხვევითობა არაა, რადგანაც სწორედ ამ მყუდრო ლაგუნას მოადგა პავლე მოციქულის გემი, რომელი კუნძულზე ქრისტიანობის საქადაგოდ ჩამოვიდა. ლინდოსის მაცხოვრებლებს განსაკუთრებულად უყვართ ეს ადგილი, ხშირად ირჩევენ აქვე მდებარე წმ. პავლეს სახელობის პატარა სამლოცველოს ჯვრისწერისა და ნათლობისათვის. შეყვარებული წყვილები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ ლაგუნის უნიკალური ფორმის გამო, რომელიც გულს მოგვაგონებს. მცირე ზომის ეს სანაპირო ძალიან შთამბეჭდავია, მისი ფირუზისფერი ზღვა და ხავერდოვანი ქვიშა, იზიდავს აქ უამრავ ტურისტს. პლიაჟი აღჭურვილია კომფორტული შეზლონგებითა და ქოლგებით.

ვლიქა
ქ. ლინდოსიდან სულ რაღაც 5 წუთის სავალზე მდებარეობს მყუდრო ყურე ვლიქა. ფართო სანაპირო იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისთვის. აქ არის ფართო შესაძლებლობა საზღვაო სპორტის უამრავი სახეობით დაკავებისთვის და საზღვაო გასართობი პროგრამები, რომლებიც გააოცებს არამხოლოდ ბავშვებს, არამედ უფროსებსაც. ასეთი აქტიური დროსტარების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ადგილობრივ კაფეებში ან დატკბეთ ზღვის პეიზაჟის ყურებით და დალიოთ ფინჯანი ყავა მყუდრო ბარში.

ცამბიკა
პლაჟი ცამბიკა - წვრილი ქვიშა, კრისტალურად სუფთა ცისფერი წყალი და მაღალი კლდეები, ქმნიან განუმეორებელ პეიზაჟს როდოსის ერთ-ერთ პოპულარულ სანაპიროზე.
ეს პლაჟი პირველი დანახვიდანვე იზიდავს მნახველს. ორკილომეტრიანი სანაპირო ზოლი, რბილი ოქროსფერი ქვიშით, ლურჯი ფერის კრისტალურად სუფთა ზღვით და მწვანე ხეებით დაფარული რელიეფური კლდეებით. ეს ადგილი არავის დატოვებს გულგრილს, აქ ყველა ნახავს, რით დაკავდეს და არაჩვეულებრივად გაატარებს დროს.
პლაჟი აღწურვილია ყველაფრით, რაც კი საჭიოროა მაქსიმალური კომფორტისთვის - მოხერხებული შეზლონგებით, ქოლგებით, აქვეა უამრავი მყუდრო კაფე, სადაც შეძლებთ გამაგრილებელი სასმელების ან ყავის დალევას. მათვის კი, ვისაც სურვილი გაუჩნდება გემრიელად ისადილოს, ადგილობრივი ტავერნები სთავაზობენ ტრადიციული ბერძნული სამზარეულოს უგემრიელეს კულინარიულ შედევრებს.

აგაფი
აგაფი - ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ ერთი "საიდუმლო", რომელიც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებს შორის. სახელწოდება მომდინარეობს წმ. აგაფის სალოცავიდან, რომელიც პირდაპირ კლდეზეა აშენებული. ეს სანაპირო ცნობილია თავისი ოქროსფერი ქვიშითა და არც თუ ისე ღრმა წყლით, რაც იდეალურია პატარა ბავშვებისთვის, ხოლო ყურე სადაც არასოდეს არ ქრის ქარი დააინტერესებს სანაპირო ტენისის მოყვარულებს. აქ არის ყველაფერი, რათა დატკბეთ ზღვის ნათელი ფერებითა და არაჩვეულებრივი ხედებით - კომფორტული შეზლონგები, ქოლგები, მყუდრო კაფეები.


ფალირაკი
ფალირაკი ქალაქ როდოსიდან 12 კმ-ში მდებარეობს. სანაპირო ზოლის სიგრძე 5 კილომეტრია და იგი კუნძულზე ყველაზე მოდურ პლაჟათ ითვლება. იდეალურია აქტიური დასვენებისთვის. აქ თქვენ გელით ოქროსფერი ქვიშა, სუფთა ფირუზისფერი ზღვა და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა.
ტრაგანუ
ტრაგანუ (13 კმ). წვრილი და მსხვილი კენჭებით. გამოირჩევა ულამაზესი გამოქვაბულით.

ტოლოსი
ტოლოსის სანაპირო, რომელიც 10 კილომეტრზეა გადაჭიმული, კუნძულის დედაქალაქიდან 20 წუთის სავალზე მდებარეობს. მისი ულამაზესი სანაპირო ზოლი გარშემორტყმულია მწვანე ფოთლოვანი ხეებით. კრისტალურად სუფთა ფირუზისფერი წყალი იზიდავს ბუნების სტიქიასთან მებრძოლ ხალხს, რადგან მუდმივი ქარი და ზღვის მღელვარება ქმნის იდეალურ პირობებს სერფინგის მოყვარულთათვის. აქ არსებული სერფინგის ცენტრი მზადაა დაეხმაროს ყველას ვინც ამ სპორტის სახეობაში ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამს. აქ გასწავლიან სხეულის მართვასა და ტალღის დამორჩილებას.


კოლიმბია


ორგანიზებული სანაპირო, საკმაოდ მშვიდი. იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის. მყუდრო პლაჟი, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს, დედაქალაქიდან 25 წუთის სავალზე, საკურორტო ადგილ კოლიმბიაში მდებარეობს. მისი მშვიდი ყურე გარშემორტყმულია ულამაზესი პეიზაჟით - ცამბიკას კლდოვანი მთით, ფირუზისფერი ზღვითა და საოცარი სანაპირო ზოლით. მოგზაურები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ამ ადგილას, რათა შეიგრძნონ სიმშვიდე და დატკბნენ უმშვენიერესი ბუნებით.

სტეგნა
სტეგნას ულამაზესი პატარა ყურე მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთით 30 წუთის სავალზე. ის სოფელ არხანგელოსიდან 500 მეტრის დაშორებით არის განლაგებული. აქ არის წვრილი ქვიშა და სუფთა წყალი. ქათქათა ქვიშის ზოლი და მშვიდი ატმოსფერო იზიდავს მათ, ვისაც სურთ დატკბნენ სიმშვიდითა და განმარტოებით. სანაპიროს გარშემო სურნელოვანი ლიმონისა და ნუშის ხეები აკრავს, რაც დამამშვიდებელ ეფექტს ქმნის. შეზლონგები, მზის ქოლგები და ბარები აქ დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. ტრადიციულ ტავერნებში, რომლებიც სანაპიროსთან ახლოს არის განლაგებული შეძლებთ გემრიელად ივახშმოთ და დატკბეთ ზღვის პეიზაჟებით.



ხარაკი
კუნძულ როდოსის დედაქალაქიდან 40 წუთის სავალზე მდებარეობს არაჩვეულებრივი ხარაკის სანაპირო, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს და ამშვენებს ყურეს. მშვიდ ლაგუნაში მეთევზეების ნავებს ტალღები არხევენ, სანაპიროზე კი პატარა სოფელი მდებარეობს. ამ ადგილს ირჩევენ ისინი ვინც ეძებენ ჰარმონიას, სიმშვიდესა და იდეალურ პეიზაჟებს. კენჭ-ქვიშიანი სანაპირო და გამჭირვალე ფირუზისფერი ზღვა ქმნის მშვიდ ატმოსფეროს. ადგილობრივ ტავერნებსა და ბარებში მეგობრული და ოჯახური გარემოა. აქ ყოველთვის შემოგთავაზებენ გემრიელ ვახშამსა და არომატულ ახალმოდუღებულ ყავას. მშვენიერ პანორამულ ხედს კიდევ უფრო ალამაზებს სანაპიროზე აღმართული შუასაუკუნის პერიოდის ფერაკლის ციხესიმაგრე. ყველას ვინც ამ ციხესიმაგრეზე ავა ელის არაჩვეულებრივი ხედი ქალაქ ლინდოსზე.

კალათოსი
კალათოსის განცალკევებული სანაპირო, კუნძულ როდოსის აღმოსავლეთით 50 წუთის სავალზე მდებარეობს. ეს მთელს კუნზულზე ყველაზე ძველი ადგილია, სადაც არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევს. ხელშეუხებელი ბუნების წყალობით თქვენ შეიგრძნობთ კრისტალურად სუფთა ფირუზისფერი წყლისა და არაჩვეულებრივი პეიზაჟების ჰარმონიას. ადგილობრივ ბარებში თქვენ შეძლებთ გამაგრილებელი სასმელისა და არომატული ყავის დალევას, ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ტრადიციული რესტორნები და გასინჯოთ ბერძნული სამზარეულოს გემრიელი კერძები.

ლინდოსი
50 კმ სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძულ როდოსის ნამდვილი მარგალიტი-ულამაზესი ლინდოსი. უამრავი მოგზაური რომელიც სტუმრობს აქაურობას გაოცებულები რჩება ამ ჯადოსნურად ლამაზი ადგილისგან. რბილი ოქსოსფერი ქვიშა, თბილი წყალი , ნათელი მწვანე ხეები ქმნიან სამოთხეს. აქ თქვენ იპოვით ყველაფერს კომფორტული დასვენებისთვის- შეზლონგებს, ქოლგებს, სხვადასხვა წყლის საგართობებს , ბარებს და ტრადიციულ ტავერნებს. კონცხის მეორე მხარეს გადასვლისას კი თქვენ აღმოჩნდებით წმ. პავლეს ჯადოსნურ ყურეში პატარა თეთრი სამლოცველო მოციქულის საპატივცემლოდ, რომელმაც გააცრცელა აქ ქსიტიანობა.

კიოტარი
კიოტარი არაჩვეულებრივი ადგილია რომანტიული მოგზაურობისთვის ან ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის. აქ ყოველთვის შეძლებთ იპოვოთ მშვიდი ყურე, რათა გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანთან ან ოჯახთან ერთად. თბილი, ფირუზისფერი ზღვის მშვიდი წყალი და ოქროსფერი ქვიშა მოსწონთ არამხოლოდ უფროსებს არამედ ბავშვებსაც. მრავალფეროვან ბარებსა და ტრადიციულ რესტორნებში შეძლებთ ადგილობრივი კერძების დაგემოვნებას.

გენადი
ლურჯი დროშით დაჯილდოებული გენადის სანაპირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი ადგილი. პლაჟი არ არის გადატვირთული ხალხით. აქ შეგიძლიათ დატკბეთ კაშკაშა მზის სხივებითა და თბილი, ლურჯი ზღვით. პლაჟი მდებარეობს სოფლიდან ოდნავ მოშორებით, რაც საშუალებას გაძლებთ დაისვენოთ ბუნების მშვიდ გარემოში. აქ არის ყველაფერი, რაც საჭიროა კომფორტული დასვენებისთვის : შეზლონგები, ქოლგები, სხვადასხვა საზღვაო სპორტისთვის საჭირო აღჭურვილობა. სოფელში თქვენ შეძლებთ ივახშმოთ ადგილობრივ ტავერნებში, ხოლო პირდაპირ პლაჟზე შეგხვდებათ მყუდრო ბარები, სადაც გამაგრილებელ სასმელებსა და ყავას შემოგთავაზებენ.


ფურნი
ფურნის სანაპიროზე თქვენ ვერ ნახავთ ჩვეულებრივ შეზლონგებს, ვერც ხმაურიან ბარებსა და კაფეებს. ეს ნამდვილი ველური პლაჟია, სადაც არაჩვეულებრივ ბუნებასთან მარტო აღმოჩნდებით. აქ დასავლეთ სანაპიროს ცენტრში თქვენ გელოდებათ დასვენება ცივილიზაციისგან შორს. პლაჟი არაა კეთილმოწყობილი, ამიტომ გირჩევთ წინასწარ იზრუნოთ მზისგან დამცავ ქოლგებსა და საკვებზე.


იქსია
იქსია - კუნძულის უძველესი კურორტი, რომელიც განლაგებულია ეგეოსის ზღვის სანაპიროზე დედაქალაქიდან 5 წუთის სავალზე. პირველი სასტუმროები აქ იღებდნენ მხოლოდ VIPკლიენტებს, ხოლო დღეს აქ განთავსებულია საუკეთესო ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსები, რომლებიც მასპინძლობენ უამრავ დამსვენებელს მაღალი დონის მომსახურეობითა და დასვენების ბრწყინვალე პირობებით. ქვიშის სანაპიროზე გზის მოპირდაპირე მხარეს გადის მიწისქვეშა გადასასვლელები, ამიტომ იქსიაზე ბავშვებთან ერთად ჯობია სასტუმროში გაჩერდეთ. აქ მდებარეობს არამხოლოდ კუნძულის, არამედ მთელი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სერფინგის ცენტრი WINDSURFERS' WORLD. ცენტრს დაკავებული აქვს დიდი ტერიტორია 400 კვ.მ. და მშვენივრად არის აღჭურვილი. იდეალური განლაგება კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით სადაც მუდმივად ქრის ძლიერი ქარი ქმნის არაჩვეულებრივ პირობებს სერფინგისათვის.


აფანდუ
კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დედაქალაქიდან 22 კილომეტრის დაშორებით და ხალხმრავალ კურორტ ფალირაკიდან 5 კილომეტრში მდებარეობს მშვენიერი აფანდუს სანაპირო. ზურმუხტისფერი გამჭირვალე წყალი და თეთრი ქვიშა ალამაზებს სამ კილომეტრზე გადაჭიმულ სანაპიროს. პლაჟი ლურჯი დროშით არის დაჯილდოებული და შედის მსოფლიოს საუკეთესო პლაჟების სიაში.

კალითეა
სოფელი კალითეა მდებარეობს სულ რაღაც 10 კილომეტრში კუნძულის დედაქალაქიდან. ეს არის ნამდვილი სამოთხე. აქ შეგიძლიათ თავი იგრძნოთ ჯადოსნურ ზღაპარში და დატკბეთ დასვენების სრული ჰარმონიით. სურნელოვანი ფიჭვის ხეების მწვანე ტყეებითა და ეგზოტიკური პალმებით გარშემორტყმული კალითეა იზიდავს არამხოლოდ მოგზაურებს არამედ ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ამ ადგილს გააჩნია მისტიური ძალა და სასწაულმოქმედი ენერგია. ზღაპრული პეიზაჟების გარდა აქ გელოდებათ თერმული სამკურნალო წყლები. საუკუნეზე მეტია რაც ხალხი გაოცებას ვერ მალავს ამ წყლების ჯადოსნური თვისებებით. სწორედ ამიტომ არამხოლოდ ზაფხულის პერიოდში არამედ მთელი წლის მანძილზე კალითეაში ჩამოდიან ტურისტები მთელი მსოფლიოდან. კალითეას მზის სხივებით მოფანტული სანაპირო მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე და გარშემო აკრავს ხმელთაშუა ზღვა. აქ არის ყველაფერი, რათა თქვენი დასვენება იყოს კომფორტული. თქვენს განკარგულებაშია მოხერხებული შეზლონგები, ქოლგები და ბარები.

ლახანია
პატარა სოფლის ლახანიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებულია საოცარი ქვიშის პლაჟი. ეს ადგილი მიიზიდავს მათ ვინც აფასებს სიმშვიდეს. სანაპირო იდეალურია მშვიდი დასვენებისთვის. თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ პლაჟთან ახლოს მდებარე სოფლის ლამაზ ქუჩებში სეირნობითა და ფირუზისფერ ზღვაზე ხედით.


როდოსი
მანდრაკის პორტიდან კუნძულის ჩრდილოეთ უკიდურეს წერტილამდე გადაჭიმულია ხმელთაშუაზღვის ერთ-ერთი ცნობილი და ლამაზი პლაჟი. ერთი მხრიდან მას ზურმუხტისფერი ზღვა აკრავს. აქ უამრავი სასტუმროა. პლაჟს მეორე მხრიდან როდოსის ქალაქი ესაზღვრება. აქ შეხვდებით არამხოლოდ ტურისტებს არამედ ადგილობრივ მაცხოვრებლებს , რომლებიც სიამოვნებით მოდიან აქ, რათა განიტვირთონ ყოველდღიური ცხოვრებისგან.

ტურები როდოსზე 2025