სანტორინი (ფირა) ერთ-ერთი ულამაზესი და ალბათ, ყველაზე იდუმალი კუნძულია არა მხოლოდ ეგეოსის ზღვაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მის სახელს მრავალი ლეგენდა უკავშირდება: ზოგი მას დაკარგულ ატლანტიდას უწოდებს, ზოგი - ეგეოსის ზღვის პომპეის.
კუნძული წარმოიქმნა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, რამაც განსაზღვრა მისი ბედი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 3000 წელს, კუნძულზე დასახლდნენ ფინიკიელები, რომლებმაც შექმნეს აქ დიდი კულტურა. იმ დროს კუნძულს მრგვალი ფორმა ჰქონდა და მას ეწოდებოდა - ფიროი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1450 წ, ძლიერმა ვულკანურმა ამოფრქვევამ კუნძული გაანადგურა და დააცარიელა, მისი უმეტესი ნაწილი ჩაიძირა, ხოლო დარჩენილმა კი ნახევარმთვარის ფორმა მიიღო.
მრავალი საუკუნის შემდეგ, კუნძულზე სიცოცხლე კვლავ გამოჩნდა და ახალმა კულტურამ დაიწყო აყვავება. თუმცა მე-15 საუკუნის შუა ხანებში. ვულკანმა ისევ გაიღვიძა, რამაც გამოიწვია ძლიერი მიწისძვრა და ცნობილი მინოსური ცივილიზაციის გაანადგურება.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს დიდი ცივილიზაციის ნაშთები, რომელიც გაქრა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მრავალი წლის განმავლობაში კამათობენ, არსებობდა თუ არა ატლანტიდა, თუ იგი მხოლოდ უძველესი მითის გადმოცემა იყო?
სანტორინი- მსოფლიოს ყველაზე რომანტიული კუნძული
თუ პარიზი ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ქალაქად, მაშინ სანტორინი ყველაზე რომანტიული კუნძულია მსოფლიოში.
კუნძული დამსახურებულად ითვლება საბერძნეთის ტურიზმის მარგალიტად, ის ასევე არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქორწილის გადახდის და თაფლობის თვისთვის. კუნძულს მოპოვებული აქვს ასობით ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციებისგან და იგი მუდმივად ხვდება მსოფლიოს საუკეთესო ადგილებს შორის. პირველი საკრუიზო გემები აქ მარტის ბოლოს ჩამოდიან და ტურისტული ნაკადი ნოემბრის ბოლომდე არ სუსტდება.
ღირსშესანიშნაობები
აკროტირიარქეოლოგიური ნაკრძალი, რომელიც მდებარეობს აკროტირის პრეისტორიულ დასახლებასთან ახლოს, კუნძულის სამხრეთით, ფირადან 15 კმ-ში, სანტორინის მთავარი ღირსშესანიშნაობაა. იგი ითვლება ეგეოსის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრეისტორიულ დასახლებად.
ძველი ფირაეს არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობა მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით და, მართლაც, კუნძულის ნამდვილი მარგალიტია. ქალაქი აშენდა ძვ.წ. მე-19 საუკუნეში.
ფირას არქეოლოგიური მუზეუმი
აქ გამოფენილია უძველესი, რომაული, გეომეტრიული და ელინისტური პერიოდის საინტერესო აღმოჩენები, როგორიცაა ქანდაკებები, წარწერები, კერამიკული და თიხის ფიგურები.
ვენეციური სასახლე იმეროვიგლიშიამ ადგილას თქვენ იხილავთ ვენეციური ციხის ნანგრევებს და დატკბებით კალდერას შესანიშნავი ხედით. შესაძლებლობა გექნებათ დატკბეთ სანტორინის ცნობილი მზის ჩასვლით
პრეისტორიული ფირას მუზეუმი სანტორინიზეკიკლადური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმი საბერძნეთში. აქ ინახება ძვ.წ XVI საუკუნის აღმოჩენები. აკროტირის გათხრებიდან: ფრესკა ლურჯი მაიმუნით, ქალბატონების გამოსახულებებით, ველური თხის ოქროს ფიგურები და მრავალი სხვა.
ემანუელ ლიგნოსის ეთნოგრაფიული მუზეუმი ფირაში
მე-19 საუკუნის ვენეციური ნაგებობა, ღვინის მარანით, ბაღით, ძველი სახელოსნოებით, გამოქვაბულითა და გალერეით, სადაც ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი. აქ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ადგილობრივი მაცხოვრებლების საყოფაცხოვრებო ნივთების კოლექცია.
ჯორჯ არგიროუს მამული
სანტორინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ღირსშესანიშნაობაა. მდებარეობს ქალაქ მესარიაში.
საზღვაო მუზეუმი იაშიმდებარეობს სოფელ ფიაში. აქ არის მე-19 საუკუნის ნივთების საინტერესო კოლექცია, რომლებიც დაკავშირებულია კუნძულის საზღვაო ისტორიასთან. მუზეუმში ასევე ინახება წიგნების იშვიათი კრებული.
ვულკანური კუნძულები პალეა-კამენი და ნეა-კამენი
ეს კუნძულები სანტორინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ისინი მდებარეობენ კალდერას ცენტრში და მათზე მოხვედრა შესაძლებელია გემით. აქ შეგიძლიათ ვულკანის კრატერზე ასვლა და ცხელ თერმული წყაროებში ბანაობა.
კუნძული ტირასიააქ ჩერდებიან საექსკურსიო გემები. ერთდროს კუნძული იყო კუნძულ სანტორინის ნაწილი, მაგრამ ძვ.წ. მე-3 საუკუნეში მომხდარი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჩამოშორდა მას და გახდა დამოუკიდებელი კუნძული.
სოფელი პირგოსი
ეს ტრადიციული სტილის სოფელი ძვ.წ მე-18 საუკუნემდე იყო კუნძულის დედაქალაქი. აშენებულია ვენეციელების მიერ. ვიწრო ქუჩები მრავალრიცხოვანი თაღებით ანიჭებს მას შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ სტილის.
ღვთისმშობლის ტაძარი პირგოსის მახლობლად
ბიზანტიის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი. აგებულია მე-11 საუკუნეში, ალექსი I კომნინოსის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ დრომ მასზე გავლენა მოახდინა, ტაძარი შესანიშნავად არის შემონახული. მასში ინახება ღვთისმშობლის გლიკოფილუსას სასწაულმოქმედი ხატი.
ვულკანიეს არის კუნძულის მთავარი ღირსშესანიშნაობა, მისი სიმბოლო. მთელი ზაფხულის განმავლობაში ვულკანთან და მის ირგვლივ არსებულ სამკურნალო წყაროებთან ტარდება ექსკურსიები. ათინიუს პორტიდან და ძველი პორტიდან ვულკანისკენ მიემართება პატარა ნავები. ტური ჩვეულებრივ მოიცავს კრატერზე ასვლას, სამკურნალო წყაროებში ბანაობას, გაჩერებას ტირასიაში საცურაოდ და საჭმელად.
მეღვინეობა ბუტარის
ცნობილმა ბერძენმა მეღვინე ბუტარისმა შექმნა ღვინის ქარხანა სანტორინის სოფელ მეგალოქორიში. აქ ტურისტებს შეუძლიათ დააკვირდნენ ღვინის წარმოების მთელ პროცესს, ასევე დააგემოვნონ და შეიძინონ მისი სხვადასხვა ბრენდები.
სანაპიროები
სანტორინი ცნობილია თავისი ფერად ქვიშიანი პლაჟებით. წყალი თითოეულ სანაპიროზე ასევე სხვადასხვა ფერისაა - უჩვეულოდ ლამაზი ლურჯი, ფირუზისფერი, მომწვანო, ზოგან კი თითქმის შავი. ზღვაში წყალი ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდშიც კი ყოველთვის გრილი და სასიამოვნოა. ყველა პლაჟი განსხვავებული და საინტერესოა: ხმაურიანი და მშვიდი, მხიარული და მყუდრო, ხალხმრავალი და ნახევრად ცარიელი - ყველა იპოვის თავისთვის შესაფერის. სულ პლაჟების
რაოდენობა სულ 15-ია, უმრავლესობა მათგანი აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.
ვლიახადამდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ფირადან 13 კილომეტრში, წითელი პლაჟის აღმოსავლეთით. აქაური ლანდშაფტი შთამბეჭდავია. სანაპიროს უკან მდებარე უჩვეულო ფორმის კლდეები კი მას განსაკუთრებულ, ველურ სილამაზეს ანიჭებს. თუ კომფორტი გირჩევნიათ, დარჩით პლაჟის დასაწყისში. აქ თქვენს განკარგულებაშია შეზლონგები და ქოლგები. თუ გსურთ სიმშვიდე და სიმყუდროვე, მაშინ პლაჟის ბოლო აირჩიეთ. ზღვიდან მცირე მანძილზე არის რამდენიმე თევზის ტავერნა, ხოლო თავად სანაპიროზე არის პატარა სნეკ-ბარი.
პერივოლოსეს არის კუნძულის ერთ-ერთი უდიდესი პლაჟი. მისი სიგრძე დაახლოებით 3 კმ-ია. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პერისას და აგიოს გეორგის შორის. ის პრაქტიკულად პერისას გაგრძელებაა. მის სანაპიროზე ქვიშა შავია და იგი აღიარებულია კუნძულის ერთ-ერთ საუკეთესო პლაჟად - აქ დაგხვდებათ მზის ქოლგები და შეზლონგები. მსურველებს შეუძლიათ დაკავდნენ საზღვაო სპორტით. მთელ სანაპიროზე არის ლამაზი მყუდრო კაფეები და რესტორნები.
პერისასანტორინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლაჟი. კუნძულის ყველაზე გრძელი სანაპირო, წვრილი შავი ქვიშით. მდებარეობს სანტორინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კამარისა და პერივოლოს შორის. არის შესაძლებლობა დაკავდეთ საზღვაო სპორტით. სანაპიროზე არის წყლის პარკი საცურაო აუზებით და ატრაქციონებით.
წითელი სანაპიროთუ ამ სანაპიროს აირჩევთ, შეიარაღდით ფოტოაპარატით ან მობილურით,რომელიც ხარისხიან ფოტოებს იღებს, რადგანაც ასეთ სასწაულს სხვაგან ვერსად ნახავთ. ეს არის უჩვეულო, იშვიათი სილამაზის პლაჟი, რომელსაც წითელ ფერს ანიჭებს წითელი კენჭები, მის ირგვლივ აღმართულ წითელ კლდეებთან ერთად. სანაპიროზე ნახავთ მცირე რაოდენობის ქოლგებს, და უამრავ დამსვენებელს. ის მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით, აკროტირის სამხრეთით. სანაპიროზე მისვლა ავტობუსის გაჩერებიდან 2 წუთში შეგიძლიათ. ასევე არის პარკინგი.
თეთრი სანაპიროპლაჟს სახელი ეწოდა თეთრი კენჭების, რაც საკმაოდ იშვიათია სანტორინისთვის და მის ირგვლივ არსებულ თეთრი პემზის კლდეების გამო, რომლის ჩრდილშიც ის მდებარეობს. იგი განლაგებულია კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით, წითელ სანაპიროზე ცოტა უფრო შორს. მასზე მოხვედრა მხოლოდ ზღვიდან არის შესაძლებელი.
კამარისანტორინის ყველაზე განიერი პლაჟი. მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ის განსაკუთრებით პოპულარულია დამსვენებლებში, რადგან კარგად არის ორგანიზებული. შეზლონგები, ქოლგები, მაღაზიები, ბიჩ-ბარები და სასტუმროები თქვენს განკარგულებაშია. პლაჟის ზემოთ მდებარეობს ფირას არქეოლოგიური ნაკრძალი, რომელიც ზემოდან გადაჰყურებს სანაპიროს. აღნიშნული სანაპირო დაჯილდოვებულია ევროკავშირის ლურჯი დროშით.
მონოლიფოსიფართო შავი ქვიშის მქონე სანაპირო მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთით. ეს არის კარგად ორგანიზებული პლაჟი, რომელიც განსაკუთრებით შესაფერისია ოჯახებისთვის. ტურისტებისთვის აქ ფუნქციონირებს მაღაზიები და ტავერნები.
ექსო იალოსისაკმაოდ მშვიდი პლაჟი შავი კენჭებით. მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ფირასთან ახლოს. ამ სანაპიროზე შეძლებს ბანაოს ყველაზე სუფთა ცისფერ წყალში და ასევე უნიკალური ხედით ტკბობას . სანაპიროზე მისვლა შეგიძლიათ ავტობუსით.
ამუდიამუდი სანტორინის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, პატარა თვალწარმტაცი ყურით ყველაზე სუფთა ლურჯი წყლით. ზღვის სანაპიროზე განლაგებულია ტრადიციული ტავერნები და მყუდრო კაფეები.
ვურვულოსთუ გსურთ სიმყუდროვე ან გყავთ პატარა ბავშვები, ეს პლაჟი იდეალურია თქვენთვის. ის მდებარეობს კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ ვურვულოსთან, ფირადან დაახლოებით 6 კილომეტრში. აქ,