ზაკინთოსი

ნავაგიოს კუნძული

ეს არის ულამაზესი კუნძული მრავალფეროვანი სანაპიროებით, იშვიათი Caretta-Caretta-ს ჯიშის კუებით, საოცარი ფერის ზღვით, ვენეციური სასახლეებითა და მთელ მსოფლიოში ცნობილი ყურე ნავაგიოთი (კუნძლის სიმბოლო), რომელსაც დასასვენებლათ ირჩევს ათასობით ტურისტი ყოველ წელიწადს.

ზაკინთოსი - იონიის ზღვის ერთ-ერთი კუნძულია, იგი მდებარეობს პელოპონესის ნახევარკუნძულთან (მხოლოდ 9.5 საზღვაო მილი) და კ. კეფალონიასთან ახლოს (8.5 საზღვაო მილი).
კუნძლის დედაქლაქი - ქ. ზაკინთოსი. აქ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვენეციურ სასახლეს ბოხალი და მწვანე კონცხ სტრანის, სადაც ცნობილმა პოეტმა დიონისიოს სოლომოსმა დაწერა «თავისუფლების ჰიმნი».
პოპულარული ტურისტული კურორტების გარდა, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ზაკინთოსის სხვა ადგილებსაც, რათა დარწმუნდეთ, თუ რატომ უწოდებენ კუნძულს «ლევანტეს ყვავილს» (აღმოსავლეთის ყვავილი) და «სამხრეთ ვენეციას». ეგზოტიკური სილამაზის ლაგუნებსა და თეთრქვიშიან პლაჟებზე დასვენების გარდა, შეგიძლიად გაემგზავროთ სოფელ კერიში და ანო გერაკაკიში,რათა დატკბეთ თვალწარმტაცი პანორამული ხედებით. ასევე ეწვიეთ მთაში განლაგებულ პატარა სოფელებს: ექსო ხორას, ორფონიეს და ვოლიმეს, რომლებიც ფიჭვის ტყეებს შორის იმალებიან, აქ შემორჩენილია ლამაზი ტრადიციული სახლები.

ღირსშესანიშნაობები

ნავაგიო
თუ გსურთ ზაკინთოსის მთელი სილამაზე იხილოთ, აუცილებლად გაემგზავრეთ ექსკურსიაზე კუნძულის გარშემო, ნავით ან იახტით. ცნობილი სანაპირო ნავაგიო-კუნძულის სავიზიტო ბარათია, შეიძლება ითქვას რომ, იგი არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპიროა.
ადრე ამ სანაპიროს წმ. გიორგის სახელწოდებით იცნობდნენ. დღეს კი, მას ჩაძირული გემის სანაპიროს უწოდებენ. 1983 წელს მეკობრეების გემს სახელწოდებით „პანაიოტი“, არალეგალურად გადმოქონდა სიგარეტი თურქეთიდან. უამინდობისა და გემის გაუმართაობის გამო იგი ჩაიძირა და ძლიერი შტორმის დროს გამოირიყა სანაპიროზე, სადაც დღემდეა. თუ გსურთ ზემოდა დაათვალიეროთ ნავაგიოს სანაპირო და პანორამული ფოტოები გადაიღოთ-გაეშურეთ გადმოსახედი მოედნისკენ, რომელიც მდებარეობს სოფელ ანაფონიტრიასთან.

ცისფერი გამოქვაბულები
ზაკინთოსის ამ უნიკალური მღვიმეებში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ზღვიდან. მზის სხივებისა და ჩრდილების თამაშის შედეგად მღვიმის კედლები ივსება საოცარი ცისფერი ელფერით. ექსკურსიი ფარგლებში, თქვენ არა მხოლოდ დატკბებით არაჩვეულებრივი ხედებითა და გადაიღებთ ულამაზეს ფოტოებს, არამედ შეძლებთ იბანაოთ იონური ზღვის კამკამა წყალში.

აგიოს გეორგიოს (წმ. გიორგის) მონასტერი გრემნონში
1535 წელს გრემნონში ბერებმა მაკარიმ და ვარლაამმა ააგეს წმინდა გიორგის მონასტერი. რამოდენიმე ხანში მონასტერს მიუშენეს უნიკალური კოშკი (იმისათვის, რომ დაეცვათ მონასტერი მეკობრეების შემოსევებისგან). მონასტრის ოდნავ ქვემოთ მდებარეობს პლატფორმა, რომლიდანაც იშლება არაჩვეულებრივი ხედები ნავაგიოს სანაპიროზე.
ანაფონიტრიას ღვთისმშობლის მონასტერი
ლეგენდის თანახმად, წმინდა დიონისი (კუნძულის მფარველი წმინდანი) მე -15 საუკუნეში დაეხმარა თავისი ძმის მკვლელს, თავი შეეფარებინა ამ მონასტერში. ასევე ამ მონასტერში მობრძანდა კონსტანტინეპოლიდან ღვთისმშობლის ხატი. რთულია თქმა არით თუ არა ეს მოვლენები მხოლოდ ლეგენდები თუ ისტორიული ფაქტებია, ეს არაჩვეულებრივი მონასტერი ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას.
წმ. მარკის მოედანი
წმ. მარკის მოედანი ეს არის ზაკინთოსის საზოგადო ცხოვრების ცენტრი. სწორედ ამ მოედანზე მოხვდა 1797 წლის რევოლუვია. შესაძლებლობა გექნება შესანიშნავი დრო გაატაროთ აქ მდებარე მრავალრიცხვოვან კაფეებსა და ბარებში.
სოლომოსის მუზეუმი
ეს არის ორსართულიანი ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც წმ. მარკის მოედანზე მდებარეობს. აქ გამოფენილია მე-17 საუკუნის ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები (სამკაულები,მუსიკალური ინსტრუმენტები, ნაქარგები და სხვ), გამოჩენილი პოეტებისა და კომპოზიტორების ხელნაწერები (www.museumsolomos.gr).
ფლორისა და ფაუნის პარკი ასკოსი
აგიოს ნიკოლაოსის ყურედან არც თუ ისე შორს არის ფანტასტიკური ბუნების ძეგლი - ასკოსის ნაკრძალი. აქ შეგიძლიათ იხილოთ 45 სახეობის ცხოველი (თხები, კუები , ენოტები, ირმები, ლამები და სხვ.), რომლებიც ბინადრობენ სპეციალურ ვოლიერებში (www. askos.gr).

სანაპიროები
კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილი იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის, რადგანაც აქ მდებარეობს უმშვენიერესი ქვიშიანი სანაპიროები, საოცრად სუფთა ცისფერი წყლით, რომლებიც გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებითა და მრავალი ტრადიციული ტავერნებით.

ჰერაკასი
ზაკინთოსის ნამდვილ ღირსშესანიშნაობად ითვლება უმშვენიერესი პლიაჟი ჰერაკასი - Caretta-Caretta-ს ჯიშის კუების ბინადრობის ადგილი. ამის გარდა აქვე დაინახავთ თიხის უჩვეულო ქანდაკებებს, რომლებიც თვით ბუნებამ შექმნა.

ლიმნიონასი
არანაკლებ ლამაზი პლაჟია - კლდიანი ლიმნიონასი ულამაზესი წყალქვეშა მღვიმეებით, რომლებიც იდეალურია დაივინგის მოყვარულებისთვის. პლაჟის სიახლოვეს მდებარეობს ტავერნა.

მარაფიასი
კ. ზაკინთოსის ძალიან შთამბეჭდავი პლაჟია მარაფიასი თეთრი წვრილი კენჭებით და კრისტალურად სუფთა წყლით.

დაფნი
ქვიშიანი პლაჟი დაფნი, რომელიც დაცული პლიაჟია (Caretta - Caretta-ს ჯიშის კუების ბუდეების არსებობის გამო), სამაგიეროდ აქვე მდებარე ტავერნაში შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ადგილობრივი კერძები.

ლაგანასი
ამ პლაჟის სიგრძე 5 კმ-ია და იგი შედის ზაკინთოსის საუკეთესო პლაჟების რეიტინგში, დამსვენებლებს უყვართ ეს სანაპირო წვრილი და რბილი ქვიშის, კამკამა წყლის და კომპორტის გამო.

ზაკინთოსის ყველაზე პოპულარული სანაპიროებია – ბანანა, ცილივი, ალიკესი, ალიკანასი და პორტო ზორო ბარებითა და კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურით.


ტურები ზაკინთოზე 2025